საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მწერალ ლაშა ბუღაძეს გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან წერილს წერს და მხარდაჭერისთვის მადლობას უდის.
“ლაშა გენიალურო, მივიღე შენი წიგნები და უნდა ჩავუჯდე. ახლა ბოლომდე შენს წერილს შემოვინახავ, როგორც უძვირფასეს რელიკვიას ჩემი არქივისთვის. გული გამითბო ამ წერილმა და პათეტიკის გარეშე, ფრთები შემასხა ხვალინდელი პროცესისთვის. ძმური სალამით და მადლიერებით,- წერს მიხეილ სააკაშვილი ლაშა ბუღაძეს.
წერილს სოციალურ ქსელში თავად ლაშა ბუღაძე აქვეყნებს და წერს:
“პრეზიდენტ სააკაშვილს, ვფიქრობ, არ აშინებს არც სიტყვა რეფლექსია, არ აკომპლექსებს სიტყვა “ბოდიში” ან “შეცდომა” და, რაც მთავარია, არ აშინებს პრობლემებისთვის თვალის გასწორება, მით უმეტეს, არ აქვს აკვიატება ჩემს მსგავსს კრიტიკულ დამკვირვებელთა მიმართ, რომლებიც დაკვირვების გარდა, ამ უდავოდ ისტორიულ პროცესს ადევნებენ თვალს და გარკვეულწილად, ამ პროცესის ერთგვარ თანამონაწილედაც კი მიიჩნევენ თავს.
დღეს მისგან კიდევ ერთი ბარათი მივიღე და თავს სწორედ იმიტომ მივეცი მისი საჯაროდ გამოდების უფლება, რომ კიდევ ერთხელ შევახსენო ზოგიერთ “ყველგან მტრის მაძიებელ” ფსევდომორალისტს, რომ ივანიშვილის ციხეში ცოცხალი ადამიანი ზის და არა საკრალურ-სამსხვერპლო კულტის ობიექტი. ხვალინდელ სხდომას კი წინანდელივით დიდი გულისყურით მივადევნებ თვალს.
დიდი მადლობა ეკა ხერხეულიძეს, რომელმაც ჩემგან გაგზავნილი წიგნები გადასცა მესამე პრეზიდენტს”, – წერს ლაშა ბუღაძე.