ტვ “მთავარის” რეგიონული კორესპონდენტი და “გურიის მოამბის” გამომცემელი, ვლადიმერ მენაბდე დღეს, ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე მომხდარ ფაქტს ეხმაურება და წერს:
“ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატებო “ქართული ოცნებიდან” თუ “გახარია საქართველოდან” – არ უნდა გააპროტესტოთ კოლეგის დაკავება? არ გეუხერხულებათ პოლიციის უკანონო შემოჭრა საკრებულოს სხდომათა დარბაზში და მითუმეტეს არაფრის გამო დეპუტატის დაკავება? ისტორია იწერება ხალხო! ისტორია! თუ რახან “ნაცია” მოსულა…. საკრებულოს ავტორიტეტს ანადგურებს მომხდარი პირველ რიგში … და ფაქტიურად დღევანდელი სიჩუმით საკრებულოს უმრავლესობა მიგვანიშნებს რომ ამ მოწვევის ეს ორგანო ისეთივე “აქტიური” იქნება როგორც “ჯორი შთამომავლობის შექმნის საქმეში”… სირცხვილია!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! და ადამიანის უფლებების დამცველებმა რაო? გრანტი არ ითვალისწინებს ამასო? სახალხო დამცველის წარმომადგენლის გარდა Tamar Oganova არავის არ აინტერესებს მომხდარი? ვიღაც ნაძირალა პოლიციელი მაღალჩინოსანი ეუბნება დეპუტატს “მე შენ გაჩვენებ სეირსო და “უკრა თავი ფოთში” – “კაპეზეში” დღისით მზისით.. ამ ჯეელს გონია რომ რასაც უნდა იმას იზამს,,, ჰოდა მოგადგებათ ხვალ თქვენ… თქვენ გგონიათ პატივს გცემთ? სულ ფეხებზე კიდიხართ ყველა თქვენი დარჩია-ბრეჟნევიანა…. ეს დეპუტატის დაკავება და დასჯა მისი თუნდაც მიუღებელი გამონათქვამების გამო კი არ არის მარტო.. ამ ვიღაც მუტრუკმა პოლიციელმა.. ურეკის პოლიციის უფროსია თუ ვინცაა (ჯერ რა საჭირო იყო პოლიციის ამ რაოდენობით მობილიზება ჯერ კიდევ სხდომის დაწყებამდე) ყველას ღირსება შელახა ვინც მანდ ზიხართ და მეტიც.. საერთოდ ეს-დღეს მომხდარი – ოზურგეთის სამოქალაქო საზოგადოების ღია გამოწვევაა პოლიციის მხრიდან.. გაუვათ? გადაგვიარებენ…. არადა გასდით!!!! ხო მართლა “რვა პუნქტიანი გეგმა” მომიკითხეთ … “ოლიფანტოვიჩ” ხომ კარგად ხართ მანდ? ” -წერს მენაბდე.
ცნობისთვის, დღეს ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა, რომელმაც ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე ჩაიარა. ჩვეული წამოძახებების შემდეგ, “ოცნების” დეპუტატებმა არასასურველი კოლეგების სხდომიდან გაყვანა პოლიციას მოსთხოვეს, რასაც ენმ-ის ადგილობრივი ლიდერის, დავით მჟავანაძის დაკავება მოჰყვა.
მას გამოძიება პოლიციის წინააღმდეგობას ედავება. ამჟამად მჟავანაძე ფოთის იზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი.