”ქოცის კრედო:
დარწმუნებული ვარ, ღარიბაშვილს ის 300-ათასიანი მაჯის საათები სახელფასო დანაზოგით აქვს შეძენილი.
გოგაშვილი რომ სოციალურად დაუცველიდან უცებ მილიონერი გახდა, ეგ პატიოსანი შრომის შედეგია.
კალაძემ რომ გაზპრომთან ხელშეკრულება გააფორმა, მანდ კორუფცია არაფერ შუაში იყო. არც მაშინ, მსოფლიოში უძვირესი, მილიონიანი ნაძვის ხე რომ დაგვიდგა.
მჯერა, “პოლიტპატიმართა” სიების შედგენაში ბესელიას კაპიკი არ აუღია.
სალომე ზურაბიშვილმა რომ ირანული მამლები შეიძინა ბიუჯეტის ფულით, ეგ სახელმწიფოებრივად იყო აუცილებელი.
აუზში თუ წყალს არ ჩაასხამ, 3-სართულიანი სასახლე შეგიძლია 28 ათას ლარად ააშენო. მაგას კი ნამდვილად გაწვდებოდა სესიაშვილის ხელფასი.
ვიღაც კერძო პირი რომ სახლში ხეებს ეზიდება და ამის გამო, ჯარი გზებს კეტავს და პოლიცია ხეებს აცილებს, ეს სახელმწიფო რესურსის კერძო მიზნებისთვის გამოყენება არაა. ეგ ჩვენთვის კეთდება.
კობა დავითაშვილი რომ მიტინგიდან 14 წლის მერე გარდაიცვალა, ეგ ცემის შედეგი იყო.
აი ლექსო ლაშქარავა რომ დარბევიდან მესამე დღეს მოკვდა, მაგას ცემასთან კავშირი არ ჰქონია.
აფგან მუხთარლი რომ მოიტაცეს, ყველა კამერა გამორთული იყო. ამიტომ ვერ გავიგეთ, რა მოხდა.
ეროსი კიწმარიშვილმა რომ თავი მოიკლა, ის კამერა არ იყო გამორთული. უბრალოდ შეტრიალებული იყო. სანამ მანქანას დაქოქავდა, ფარებს აანთებდა, ღვედს გადაიჭერდა და ჩახმახს გამოკრავდა, თავად ეროსიმ შეატრიალა.
მაგრამ მანდ მაინც გავიგეთ, რა მოხდა, რამეთუ(!) კაცი ლიფტის ლოდინისას ბოლთას სცემდა და ეს თუ თვითმკვლელობის უტყუარი მტკიცებულება არაა, არ ვიცი…
ბარბარე რაფალიანცი არავის მოუკლავს, იქ რაღაც მოხდა და მაგის ვინმესთვის დაბრალება როგორ შეიძლება?! თან სანამ ქოცებმა გადაიბარეს ხელისუფლება, 3 კვირა გავიდა და როგორღა გაარკვევდნენ რამეს.
ის კუანა იმ ჩანაწერში “ტრი-ტრის” კი არა, “ანტუნიიის” ამბობს და ეს ყველაფერს ცვლის.
ხოლო როცა სპეცრაზმს ბავშვებთან აგზავნიდა, მიზანი მათი დაშინება კი არა, მხოლოდ იმის ახსნა იყო, რომ მისი საჯარო გინება უზრდელობაა და სასურველია მეტი აღარ განმეორდეს. ვგონებ ამაში არანაირი გადაცდომა არაა. ან რა სახელმწიფო რესურსის პირადი მიზნებისთვის გამოყენება – განა ზრდილობა ყველასთვის არაა?
მჯერა, რომ ირაკლის ორჯერ არაფრის გამეორება არ ჭირდება და ეს კარგია.
“არა მგონი და ვერ ვიჯერებ”, რომ მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაცია რუსეთის პოლიტიკაა.
ასევე გამოვრიცხავ, რომ სუსი გვისმენს და გვითვალთვალებს, მტრის დევნის ნაცვლად. ბატონი ლილუაშვილი ამას არ იკადრებს, მგონი გასაგებად თქვა ბატონმა ბიძინამ.
ხოლო თუ გვისმენს, ძალიანაც კარგი. იმან იდარდოს, ვისაც დასამალი აქვს რამე.
არა, ბატონი ანზორ, ჯიგარო?”
პოსტის ავტორი, ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი, ზაზა ბიბილაშვილი.