ადვოკატი კახა ჩავლეიშვილი უზურგეთის საკრებულოს დეპუტატის, დავით მჟავანაძის ფაქტს ეხმაურება და წერს:
”დღეს პოლიციამ სრულად გააუქმა ის მოჩვენებითი თვითთმმართველობაც კი, რომელიც გაგვაჩნდა. არანაირი საფუძველი და უფლება პოლიციას საკრებულოს სხდომის დარბაზში შესვლისა და იქ საკრებულოს წევრის დაკავებისა არ ჰქონდა.
რეალურად ეს იყო თავდასხმა თვითმმართველობაზე იმ თანამდებობის პირების მიერ, რომელთაც წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ სად იმყოფებოდნენ, ან თუნდაც იქ მყოფებს რა უნდა გაეკეთებინათ. ” – წერს ჩავლეიშვილი.
ცნობისთვის, დავით მჟავანაძე ოზურგეთის საკრებულოს სხდომის მიმდინარეობისას პოლიციამ დააკავაა.
მას ბრალად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედება.