“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი ლიდერის ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატის , დავით მჟავანაძის სასამართლო პროცესი კვირის დასაწყისში, ორშაბათს გაიმართება.
ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში გამართულ სხდომაზე მიიღეს , სადაც წინასწარ პატიმრობაში მყოფი დავით მჟავანაძე ფოთის შსს-ის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან მოიყვანეს.
დღეს სასამართლომ გადაწყვეტილება ვერ გამოიტანა იმ მიზეზით, რომ პოლიციამ მტკიცებულებების წარმოდგენისთვის რამდენიმე დღე მოითხოვა.
როგორც დავით მჟავანძის ადვოკატმა, კახა ჩავლეიშვილმა “გურიის მოამბეს” განუცხადა, დავით მჟავანაძეს ბრალი ორი მუხლით აქვს წაყენებული და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ის 2000დან 3000ლარამდე ჯარიმას ან 15 დღიან პატიმრობას ითვალისწინებს. თუმცა კახა ჩავლეიშვილი მიიჩნევს, რომ ბრალი აბსურდულია და დავით მჟავანაძე სასამართლოდან უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს და ბრალი მოეხსნას.
დავით მჟავანაძე მიმდინარე კვირის მიწურულს, ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე ოზურგეთის პოლიციამ დააკავა და ბრალად მას პოლიციის მიმართ წინააღმდეგობა და დაუმორჩილებლობა წაუყენა.