მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია, ფსიქოპრეპარატების მიღებასთან დაკავშირებით, პენიტენციური სისტემის პასუხისმგებლობაზე საუბრობს. ის ეჭვობს, რომ მესამე პრეზიდენტის მკურნალობა ფსიქოტროპული მედიკამენტებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზნით ხდებოდა.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ, მულტიდისციპლინურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვს, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდება.
“იმედი მაქვს, საბოლოოდ დაიდება ის დასკვნა, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, როგორმე გავატაროთ ამ ადამიანს ნორმალური რეაბილიტაციის კურსი, რადგან ის მას საჭიროებს აშკარად. იმიტომ, რომ რასაც მე ვუყურებ, განსაკუთრებით ბოლო დღეები, ასეთ მდგომარეობაში მისი იქ დატოვება, სადაც ახლა იმყოფება, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება”, – ამბობს გიული ალასანია.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად შექმნილი დამოუკიდებელი კონსილიუმი და ცენტრი “ემპათია” ოფიციალური დასკვნის გამოქვეყნებისთვის ემზადება.