„ომიკრონი“ ვარიანტის შესახებ შეშფოთების ფონზე, ვაქცინის მეოთხე დოზა შეიძლება საჭირო გახდეს“, – ამის შესახებ „ფაიზერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ალბერტ ბურლამ განაცხადა.
„ვფიქრობ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზა დაგვჭირდება. „ომიკრონი“ ვარიანტის გავრცელებიდან გამომდინარე, უნდა დაველოდოთ, რადგან ძალიან ცოტა ინფორმაცია გვაქვს. შეიძლება უფრო სწრაფად დაგვჭირდეს მეოთხე დოზის მიღება“, – აღნიშნა „ფაიზერის დირექტორმა.
დირექტორის თქმით, ის აქამდე ფიქრობდა, რომ მეოთხე დოზა მესამე დოზის მიღებიდან 12 თვის შემდეგ შეიძლება საჭირო გამხდარიყო, თუმცა „ომიკრონი“ ვარიანტის გავრცელების ფონზე, ვადები უნდა გადაიხედოს.
„ფაიზერის“ დირექტორი, ასევე, აცხადებს, რომ ზამთრის ტალღის გადასალახავად, მესამე დოზა ძალიან კარგ დაცვას უზრუნველყოფს.
pia.ge