საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვს. მისი მტკიცებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ალასანიას თქმით, საქართველოში პრეზიდენტს საფრთხე ემუქრება:
რეაბილიტაციის პერიოდი სხვა ქვეყანაში უნდა გაიაროს. სადაც კი მისწვდება მას ხელისუფლების ხელი და საქართველოში ეს ყველგან შესაძლებელია, ყველგან მისი ყოფნა არის სახიფათო”- განუცხადა “ტვ პირველს” გიული ალასანიამ.
ალასანია იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინა საკუთარი მოქალაქის ინტერესებს დაიცავს:
ინტერესი ყოველთვის დიდია, მუდმივად ვისმენ სხვადასხვა თანამდებობის პირებისგან განცხადებას, რომ უკრაინა თავის მოქალაქეებს მარტო არ ტოვებს. ჩემი შვილი უკრაინის მოქალაქეა და დიდი იმედი მაქვს, რომ მასზე პირველ რიგში უნდა გავრცელდეს… ( ეს დახმარება). ჩემი შვილი უკრაინაში ძალიან დაფასებულია”- თქვა მიხეილ სააკაშვილის დედამ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა პროტესტის უკიდურესი ფორმა, შიმშილობა 21 დღის წინ შეწყვიტა, თუმცა ადვოკატების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა. მიხეილ სააკაშვილი გუშინდელ სასამართლო პროცესს ვერ დაესწრო.