”ცინიზმის მწვერვალი და მკრეხელობაა, როცა საქართველოს მოღალატე გავრილოვების ბანდა, მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის მონანიებაზე საუბრობენ”-
წერს სოციალურ ქსელში ”ნაციონალური მოძრაობის”’ წევრი გიორგი ბარამიძე. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში ეროვნული შერიგების დროა. მმართველ გუნდში კი მიიჩნევენ, რომ სააკაშვილმა და ნაცმოძრაობამ შერიგებაზე საუბრამდე წარსულში დაშვებული შეცდომები უნდა მოინანიონ.