გიული ალასანიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა. ალასანიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გამოსვლის შემდეგ თქვა, რომ მიხეილ მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიური ტრავმა თვალშისაცემია და მას გადაადგილება უჭირს.
ამასთან, ალასანიამ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი 21 დეკემბერს დაანონსებულ აქციაზე დიდ იმედებს ამყარებს და ფიქრობს, რომ ეს მისი სიცოცხლის გადასარჩენად მნიშვნელოვანია.
”თითქოს ჯოჯოხეთი გავიარეთ, მაგრამ რომ ვუყურებ, გავიარეთ? ტრავმა რომელიც ფსიქოლოგიურია ძალიან თვალშისაცემია, ადამიანს უჭირს სიარული, ნორმალური სიარული მაგისი არ მახსოვს, დაფრინავდა ხოლმე და ახლა უცებ ვხედავთ, რომ ვეღარ დადის, საშინელი საყურებელია. 21-ში დაანონსდა აქცია და ამ აქციაზე დიდ იმედებს ამყარებს, ფიქრობს, რომ ძალის ჩვენება არის მისი სიცოცხლის გადარჩენის აუცილებელი საშუალება”,-თქვა გიული ალასანიამ.
მესამე პრეზიდენტთან დღეს სახელმწიფო კონსილიუმის წევრი ექიმებიც იმყოფებოდნენ.
უახლოეს საათებში უნდა გასაჯაროვდეს როგორც სახალხო დამცველის, ისე “ემპათიას დასკვნები. ამ უკანასკნელში მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის, მისი უფლებებისა და “ფარმაკოლოგიური წამების” შესახებ.
უკვე 22-ე დღეა მიხეილ სააკაშვილი რეაბილიტაციას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის. ის კლინიკაში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, გლდანის ციხეში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.