ისრაელში გამართულ მის სამყაროს კონკურსში ინდოელმა ჰარნაზ სანდუმ გაიმარჯვა.
კონკურსის დროს სცენაზე გამოსვლისას სანდუმ ახალგაზრდებს მოუწოდა: „იცოდეთ, რომ უნიკალურები ხართ და ეს არის ის, რაც გალამაზებთ, შეწყვიტეთ საკუთარი თავის სხვებთან შედარება.“
კონკურსში გამარჯვებისთვის 80 ქალი მთელი მსოფლიოდან იბრძოდა.
კონკურსმა, ასევე მიიპყრო ყურადღება პოლიტიკური ამბების გამო, პალესტინელებმა კონკურსანტებს მოუწოდეს გაეპროტესტებინათ ისრაელის დამოკიდებულება პალესტინელების მიმართ და რამდენიმე ქვეყანამ ამ მიზეზით კანდიდატურა მოხსნა.
შექმნილ დაპირისპირებას მის ისრაელი ნოა კოჩვა გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მის სამყარო არ უნდა იყოს დაფუძნებული პოლიტიკაზე.