დღეს, 9 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსით 6 პაციენტი გარდაიცვალა და მათი საერთო რიცხვი 72 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge–ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 313 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსით ინფიცირებულია – 10 752;
- გამოჯანმრთელებულია – 5 866;
- მათ შორის გარდაცვლილია – 72;
- კარანტინის რეჟიმში რჩება – 5 574
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1 338
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 36 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 28 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.