დიდი დაპირისპირება „ოცნებაში“ – რას ითხოვდა ირაკლი ღარიბაშვილი?!

„ოცნების“ შიგნით დიდი დაპირისპირება ამჯერად თბილისის მერიას და კახა კალაძეს უკავშირდება. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, თბილისის მერიაში ყველა საკუთარ ქვოტას ითხოვდა, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ვიცე მერის ერთ პოსტს, პრემიერი ღარიბაშვილი ვაკის, კრწანისის და ისნის გამგებლის პოსტებს.

პირველი პირი ვარ და ბოლოს და ბოლოს სამი რაიონის კონტროლი არ მეკუთვნისო?, – უთქვამს პრემიერს.

CNews-ის წყაროს ცნობით, თბილისის მერს პარტიის პრეტენზიები არც თუ მშვიდად მოუსმენია.

არჩევნები ჩემი რეიტინგით მოვიგეთ, ხელის შეშლის მეტი არაფერი გაგიკეთებიათ, დამოუკიდებელი ფიგურა ვარ, პარტიიდან თუ ვდისტანცირდი, გახარიასთან წასული ქოცების მსგავსად, ნეიტრალური ამომრჩეველიც ჩემს მხარეს დადგებაო“, – უთქვამს კახა კალაძეს, რასაც დიდი გაწევ გამოწევა და მაგიდაზე მუშტის ბრახუნიც მოყოლია.

 

საახალწლო ნაძვის ხის ანთებაზე პარლამენტის წინ პრემიერი და თბილისის მერი ოჯახებით გამოჩდნენ. ირაკლი კობახიძემ ღონისძიება საერთოდ დააიგნორა. „ქართული ოცნება“ ახალი წლის შემდეგ, დიდი სახელისუფლო ცვლილებების მოლოდინშია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share