“ომიკრონი” დეკემბრის შუა რიცხვებში შემოვა – დევი ტაბიძე კონონავირუსის მე-6 ტალღას აანოსებს

კოვიდკლინიკები ისევ გადატვირთულია. ბოლო რამდენიმე კვირაა ჰოსპიტალურ სექტორს პაციენტების მიღება უჭირს. კოვიდცენტრებში არიან ინფიცირებული ორსულები და ბავშვები.

ექიმების თქმით, თუ “ომიკრონი” გავრცელდება, შესაძლოა ჯანდაცვის სექტორმა განტვირთვა ვერ მოასწროს. მთავარი რეკომენდაცია ისევ რეგულაციების დაცვა და ვაქცინაცია რჩება.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძე აცხადებს, რომ ძალიან სწრაფად მოხდება კორონავირუსის  მე-6 ტალღაში გადასვლა.

“მე ადრეც ვიწინასწარმეტყველე, რომ ის ძალიან მალე შემოვიდოდა, სადღაც დეკემბრის შუა რიცხვებში და აუცილებლად შემოვა. ჩვენ პრაქტიკულად ისე გადავალთ იმ მე-6 ტალღაში, რომ ამას ვერც შევიგრძნობთ. მაქსიმალური დაცვა არის მხოლოდ დამატებით ვაქცინაციაში. ძალიან ბევრს ექნება ასეთი შეგრძნება, როგორიც არის ჩვეულებრივი რესპირატორული დაავადებები, რომც არ გაიტესტოს ჩვეულებრივად ის ამ დაავადებების გადატანას ვერ შეიგრძნობს. არის გარკვეული ჯგუფები, რომლებიც პირიქით სერიოზულად მძიმდება და ამისათვის ჩვენ უნდა ვიყოთ მზად,”- განაცხადა დევი ტაბიძემ.

ცნობისთვის: კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი ქვეყანაში კვლავ მაღალია. მხოლოდ ბოლო 24 საათში კოვიდს კიდევ 45 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. გამოვლინდა ვირუსის 1 296 ახალი შემთხვევა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share