ლამაზი სათამაშოები, განათებული ნაძვის ხე, სასურველი საჩუქრები და ტკბილეული — დღეს ეს ყველაფერი ახალი წლის განუყოფელი ნაწილია, თუმცა 90-იანების თაობას კარგად ახსოვს, რომ სადღესასწაულო გარემოს შექმნა მარტივი საქმე სულაც არ იყო.
თავიდან საოცნებო ნაძვის ხესა და ზღაპრულ გარემოს კოკა-კოლას რეკლამაში ვხედავდით, რომელიც სანტას ქარავანივით ჩაგვიქროლებდა და მკაცრი რეალობის წინ გვტოვებდა ხოლმე. ჩვენი მრავალფეროვანი და საინტერესო ისტორიების უკან კი, თითქმის ერთფეროვანი გარემო იმალება, რომელიც დღეს მაინც ტკბილ მოგონებებს აღგვიძრავს. მოდი, ერთად გავიხსენოთ, თუ როგორი იყო ახალი წელი 90-იან წლებსა და 2000-იანებში.