საფრანგეთის ზოოპარკის ვოლიერებიდან 9 მგელი გაექცათ, რის შემდეგაც ხელისუფლებამ დაწესებულების დროებით დახურვის გადაწყვეტილება მიიღო – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შემთხვევა საფრანგეთის სამხრეთით მოხდა და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ზოოპარკის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ ცხოველებმა გაანადგურეს უსაფრთხოების ლუქები და ღობეზე აძვრნენ, მაგრამ ზოოპარკის ტერიტორიიდან არ გასულან.
“ოთხი მოკლეს საშიში ქცევისთვის, დანარჩენ ხუთს ანესთეზია გაუკეთეს და გალიაში დააბრუნეს” – განუცხადა ადგილობრივ მედიას ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ფაბიენ შოლეტმა.
ცნობისთვის, ზოოპარკი 60 ჰექტარ ტერიტორიაზეა და იქ 600-ზე მეტი ცხოველი ბინადრობს.