“თავის დროზე, არასამთავრობო სექტორი გვსაყვედურობდა და ამბობდა, რომ ეს ორი უფლებამოსილება არ უნდა იყოს ერთადო,” – ასე განცხადებას აკეთებს კულტურის მინისტრი სახელმწიფო ინსპექტირების სამსახურის გაუმქების თემაზე კომენტირებისას.
თეა წულუკიანი არასამთავრობო სექტორისგან შეფასებას ითხოვს.
“თვითონ რეფორმის შესატყვისის საკანონმდებლო ინიციატივა მე არ მინახავს, ამიტომ ბევრს ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ის კი ნამდვილად მახსოვს, რომ ჯერ კიდევ თავის დროზე, არასამთავრობო სექტორი გვსაყვედურობდა და ამბობდა, რომ ეს ორი უფლებამოსილება არ უნდა იყოს ერთადო. საინტერესოა ახლა როგორი იქნება მათი პოზიცია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ცნობისათვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შესაძლოა გაუქმდეს,- შესაბამისი პროექტი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს.