სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელის, ლონდა თოლორაიას განცხადებით, პარლამენტმა 2021 წელს “ვერ გამონახა დრო” მისი ანგარიშისთვის მოესმინა, არაერთი მიმართვის მიუხედავად:
“2021 წელს, არაერთხელ მე მქონდა კოორდინაცია საქართველოს პარლამენტთან რომ იქნებ მოისმინოთ ჩვენი ანგარიში, რომელიც არის საკმაოდ შინაარსიანი, საკმად კრიტიკული და სამწუხაროდ პარლამენტმა ვერ გამონახა დრო იმისი, რომ მოესმინა მის წინაშე ანგარიშვალდებული უწყების ხელმძღვანელისათვის” განაცხადა ლონდა თოლორაიამ “მთავარი არხის” პირდაპირ ეთერში, გადაცემა “დღის სტუმარში” საუბრისას.
შეგახსენებთ სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების შესახებ კანონპრექტს საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით, რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს.
ინფორმაცია, რომ უწყების გაუქმებას აპირებდნენ, ლონდა თოლორაიამ და მისმა თანამშრომლებმა მედიით გაიგეს. გადაწყვეტილება თოლორაიას დეკრეტულ შვებულებას დაემთხვა.