“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი და მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, ნიკა გვარამია გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესვლის მოლოდინშია. ის წესით დაწესებულებაში 10:00 საათზე უნდა შეეშვათ, თუმცა ამ დრომდე არ აქვს კონკრეტული პასუხი როდის შეძლებს მიხეილ სააკაშვილის მონახულებას.
ნიკა გვარამიამ მიხეილ სააკაშვილს მიმართა, რომ მოითხოვოს ადვოკატის დაუყოვნებლივ შეყვანა.
“მიხეილ სააკაშვილს მივმართავ ეხლა, თუ უყურებს ამას ყველაფერს და ტელევიზორი თუ დაუტოვეს, ბატონო მიშა, მოითხოვეთ, მე აქ ვდგავარ და ველოდები შესვლას. 10 საათზე უნდა შევსულიყავი შეუფერხებლად, ჯერ-ჯერობით გაურკვეველი პასუხია, რომ ექიმია და გამოვა თუ არა შეგიშვებთ. ეს შეიძლება გაგრძელდეს უსასრულოდ და ბატონო მიშა, მოითხოვეთ თქვენი ადვოკატის შემოყვანა დაუყოვნებლივ”, – თქვა ნიკა გვარამიამ.
მისი განცხადებით, დროს სავარაუდოდ სპეციალურად წელავენ და უცნობია როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.