გორის სამხედრო ჰოსპიტალის ხელმძღვანელობის განცხადებას, რომლებიც ნიკა გვარამიას ადანაშაულებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი შეცდომაში შეიყვანა, თავად ნიკა გვარამია ეხმაურება:
“გორის ჰოსპიტალის მთავარი ექიმის განმარტებით, სააკაშვილის პირად ექიმს მოტყუებით და მისი ნების წინააღმდეგ მოაწერინეს ხელი დოკუმენტზე. ქალბატონი გოგორიშვილი შოკში იყოო. და ეს შოკირებული, ფსიქოლოგიურად არასტაბილური და ცნობიერების მიღმა მყოფი ადამიანი მკურნალობს სააკაშვილს?
ამოიღეთ კამერების ჩანაწერები და დაგვანახეთ, რა განვავრცე, რა მდგომარეობაში იყო ხელმოწერისას ექიმი, რა ჩავამატე, ზეწოლა როგორ მოვახდინე შუა ჰოსპიტალში, სუსით და ბადრაგით გარშემორტყმულ სივრცეში.
ვიმეორებ, ყველა პუქტზე მისი ხელმოწერაა. ჯამურად დოკუმენტზეც მისი ხელმოწერაა ტექსტით: “შედგენილია ჩემი კარნახით. ყველა ჩასწორება და კორექტირება გაკეთებულია ჩემი მითითებით.”
ამის შემდეგ, მნახველების შეზღუდვა ყველაფერს ცხადყოფს და ასევე წამების სპირალის კიდევ ერთი ხვეულია.
ნინო გოგორიშვილი შოკში თუ სადმე იყო, იყო მთავარი ექიმის ბრიფინგის დროს, ძალით გამოყვანილი და ძალით ტყუილების მოლაპარაკე. ისევე, როგორც ფორმა ასზე და სააკაშვილის გაწერაზე ძალით ხელისმოწერისას.
ps საათის ეპიზოდზე, რომელიც ძალადობას მოიცავს, როგორც თვითმხილველი, ხელს აწერს რეანიმატოლოგი ნიკო გორგიშიძე. ისიც შოკში იყო და მასაც ზეწოლით მოვაწერინე ხელი?”-წერს ნიკა გვარამია.