“მიხეილ სააკაშვილის მიმართ გრძელდება ძალადობა და არაადამიანური მოპყრობა…არაადამინური ზეწოლის შედეგად, ექიმ გოგორიშვილს ისე შეაცვლევინეს პოზიცია…სსრკ გაგახსენდებოდა!”-მელია 

ნიკა მელია გორის სამხედრო ჰოსპიტალში მომხდარ ინციდენტს, მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნების მცდელობის მორიგ ძალადობრივ ფაქტსა და ჰოსპიტალის ექიმების განცხადებას ეხმაურება:

“უზნეო და ამორალური დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილის მიმართ გრძელდება. ისევ ძალადობა და არაადამიანური მოპყრობა. არაადამინური ზეწოლის შედეგად, ექიმ გოგორიშვილს ისე შეაცვლევინეს პოზიცია, სსრკ გაგახსენდებოდა!

დააკვირდით, როგორ აკონტროლებს და აჩუმებს ვიღაც x ტიპი ექიმს, ზედმეტი რომ არ წამოცდეს! არადა მისი პოზიცია მკაფიოა – სააკაშვილის რეაბილიტაცია თავისუფლების პირობებშია შესაძლებელი!

რაც უფრო უსინდისოდ მოიქცევით – მით უფრო მწვავე ფორმას მივცემთ პროტესტს!” წერს ნიკა მელია

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share