ძალიან რთულია სიტუაცია. არავის არ ახსენდება ის კოშმარი რაც ხდება, დღეში 80-60 ადამიანი კვდება. – ამის შესახებ მომღერალმა მერაბ სეფაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ეს არასწორი მართვის ბრალია:
“ამდენი მიცვალებულია და არავინ აღარ ლაპარაკობს, თითქოს ეს არის ნორმა. ეს ყველაფერი ჩემი აზრით, არასწორი მართვის ბრალია. ამასთანავე ხალხის სოციალური მდგომარეობაც გაუარესდა. ე.ი ვერ აკეთებ საქმეს” – აცხადებს მერაბ სეფაშვილი.
“ფაქტი სახეზეა, ყველა ადამიანი თავის თავზე გრძნობს” – აცხადებს მომღერალი.