ზურაბიშვილმა ივანიშვილისგან მკაცრი გაფრთხილება მიიღო

გასული წლის დეკემბერში სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვიტა პრეზიდენტის როლი მოერგო _ ჯერ დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე გამოვიდა სიტყვით, შემდეგ კი ერის შერიგებას შეუდგა.

როგორც სამთავრობო კულუარებში ამბობენ, შერიგების ეგიდით გამართული ღონისძიებები იმიტომ წამოიწყო, რომ ბიძინა ივანიშვილზე გასულიყო. ოლიგარქი დიდი ხანია მის ზარებს და მტშ-ებს (მოკლე ტექსტური შეტყობინებები) არ პასუხობს.

დიდი მცდელობის მიუხედავად ივანიშვილზე ვერც ახლა გავიდა, მაგრამ თვითშემოქმედების წყალობით მან ,,ოცნების” შემქმნელისგან მკაცრი გაფრთხილება მიიღო.

როგორც CNews-ს სამთავრობო კულუარებში უთხრეს, პრეზიდენტმა ივანიშვილისგან მკაცრი გაფრთხილება და შენიშვნა მიიღო.

ივანიშვილი თავის ხელქვეითს დემოკრატიის სამიტზე მონაწილეობის გამო შემოსწყრა.

საყვედური მიიღო ორბელიანის სასახლეში გამართული გაურკვეველი სახის შეხვედრების გამოც.

მას მოსთხოვეს თავადვე დაესვა წერტილი მის მიერ წამოწყებული ცირკისთვის. რამდენიმე დღის წინ ზურაბიშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ დაპირისპირებული მხარეების შესარიგებლად მას ბერკეტები არ გააჩნია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share