უთავო ხელისუფლება აღატაკებს ხალხს, – აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ეკონომისტი, რომან გოცირიძე წერს.
მისივე თქმით, საქართველოში ინფლაცია ყველაზე მაღალი იყო ევროპაში თურქეთის შემდეგ და ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მსოფლიოში.
„ლარის შემოღებიდან 26 წლის განმავლობაში წლიური ინფლაცია ყველაზე მაღალი იყო გასულ 2021 წელს და მან 13,9 პროცენტი შეადგინა. მანამდე ყველა მეტად ფასები გაიზარდა 1996 წლს(13,8 პროცენტით).
საქართველოში ინფლაცია ყველაზე მაღალი იყო ევროპაში თურქეთის შემდეგ და ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მსოფლიოში.
უთავო ხელისუფლება აღატაკებს ხალხს“, – წერს გოცირიძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში 2021 წელს წლიურმა ინფლაციამ 13.9% შეადგინა, რაც რეკორდული მონაცემია.