ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 4 იანვარს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა სამმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 112 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.920%-ით, მაქსიმალური 9.950%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.928%-ით განისაზღვრა. კუპონურმა საპროცენტო განაკვეთმა 9.875% შეადგინა.
მეორე აქუციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა ოთხმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 41 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.900%-ით, მაქსიმალური 10.500%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 10.193%-ით განისაზღვრა.
სახაზინო ვალდებულება ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული სახელმწიფო ქაღალდია. მისი გაყიდვით სახელმწიფო ვალს იღებს, რომელსაც შესაბამისი საპროცენტო განაკვეთით ფარავს. შესაბამისად, გაყიდვის მიზანი მთავრობის ხარჯვის მხარდაჭერაა.