ბიოსენსორით აღჭურვილი პირბადე სმარტფონს სპეციალური აპლიკაციის საშუალებით უკავშირდება. მომხმარებელი პროგრამის დახმარებით იგებს, რა რაოდენობით არის მის სიახლოვეს კორონავირუსის ნაწილაკები. “Social Mask-მა” გაიმარჯვა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ლაბორატორიის მიერ ჩატარებულ კონკურსში, სახელწოდებით “ინოვაციური სახის ნიღბები და სამედიცინო სამოსი COVID-19-სა და სამომავლო პანდემიასთან საბრძოლველად”.