მსახიობი ნიკა ქაცარიძე 43 წლის ასაკში გარდაიცვალა – ინფორმაციას სოციალურ ქსელში მეგობრები ავრცელებენ.
არსებული ინფორმაციით, მსახიობი გულით გარდაიცვალა.
2005 წლიდან ნიკა ქაცარიძე შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობია.
ნათამაშები როლები რუსთაველის თეატრი:
- უილიამ შექსპირის „როგორც გენებოთ ანუ შობის მეთორმეტე ღამე“ ( სერ ტობი ბელჩი) რეჟ. რობერტ სტურუა
- ლაშა ბუღაძის კომედიაში „ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი და… პრეზიდენტი“ (დაცვის ბიჭი – ენრიკო) რეჟ. რობერტ სტურუა
- დავით კლდიაშვილის ტრაგიკომედია „დარისპანის გასაჭირი“ (ხელოსანი) რეჟისორები რობერტ სტურუა, ზაზა პაპუაშვილი
- არჩილ სულაკაურის ზღაპარი „სალამურა“ (მეფე) რეჟისორები რობერტ სტურუა რევაზ ჩხაიძე, დავით კვირცხალია
- ნედიალკო იორდანოვის „გონზაგოს მკვლელობა“ (მოკარნახე) რეჟ. გოშა გოშაძე
- ჟან დელი, ჟერალდ სიბლეირასი „გაუმარჯოს ბუშონს“ (ნიკოლა) რეჟ. იოსებ ბაკურაძე
- ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი „პატარა უფლისწული“ (მეფარნე) რეჟ. გიორგი თოდაძე
- თომას ბერნჰარდი „სანახაობის მომწყობი – Der Theatermacher“ (მედუქნე) რეჟ. ქრისტიან პაპკე
- მონაწილეა სპექტაკლებისა „მალე მოვალ წვიმად“ , „ჯადოსნური ღამე“
ვაკის თეატრალური სარდაფი
მიხო მოსულიშვილის კომიკური თრილერი „საშობაო ბატი კომშით” ( გებრიელ ბონიფაციუსი) რეჟ. გურამ ბრეგაძე
კანცელარიის შენობა
ირაკლი სამსონაძის საშობაო ზღაპარი „ინდაურ ინდიკოს საახალწლო თავგადასავალი“ (ინდაური ინდიკო) წარმოადგინეს უპატრონო ბავშვებისთვის, რეჟ. ნიკა შველიძე