BBC: დიდმა ბრიტანეთმა Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის ვაქცინა ფართო გამოყენებისთვის დაამტკიცა

 

დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის ვაქცინა ფართო გამოყენებისთვის დაამტკიცა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ბრიტანეთის მარეგულირებელი ორგანოს, MHRA-ის გაცხადებით, ვაქცინა გამოსაყენებლად უსაფრთხოა.

რისკ-ჯგუფების იმუნიზაცია უახლოეს დღეებში დაიწყება.

დიდმა ბრიტანეთმა ვაქცინის 40 მილიონი დოზა უკვე შეუკვეთა, რომელიც  20 მილიონი ადამიანის ვაქცინაციისთვის საკმარისია.

თუმცა, ექსპერტები მოსახლეობას მოუწოდებენ სოციალური დისტანციის კვლავ დაიცვანო და სამედიცინო პირბადე ატარონ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share