ანზორ ერქომაიშვილის უკანასკნელი ჩანაწერი(ვიდეო)

გენიალური ხელოვანის ანზორ ერქომაიშვილის უკანასკნელი ჩანაწერი აღმოჩნდა პსპ-ს კამპანია “შენზე ზრუნვა მაბედნიერებს” ფარგლებში გადაღებული ვიდეორგოლი:

“ქართული ხალხური სიმღერების შემკრების, ფოლკლორისტისა და ლოტბარის – ანზორ ერქომაიშვილის ღვაწლი შეუფასებელია ქართულ ხელოვნებაში.

პსპ-ს კამპანიის „შენზე ზრუნვა მაბედნიერებს“ ფარგლებში გადაღებული ვიდეო რგოლი ერთ-ერთი ბოლო ჩანაწერია, რომელიც სავსეა ბატონი ანზორის დიდი სიყვარულით ქართული ხელოვნებისადმი.

ვუსამძიმრებთ ოჯახს და სრულიად საქართველოს დიდებული პიროვნებისა და ლოტბარის, ბატონი ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალებას,” – ნათქვამია პსპ-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share