ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის განცხადებას, რომ ნატო რუსეთს საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვადან საკუთარი სამხედრო ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს, საქართველოს პრეზიდენტი Twitter-ზე ეხმაურება და წერს:
“იენს სტოლტენბერგმა დღეს მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. ამ გეოპოლიტიკურად რთულ დროს, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს შეუძლია დაეყრდნოს პარტნიორებს ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში”, – წერს ზურაბიშვილი.