თუკი იმ სამხატვრო ხელმძღვანელებივით, ვისაც ვადა გაუვიდა და ზოგიერთი მათგანი მართლაც ხელახლა აპირებს კანდიდატობას, პოზიციაზე განაცხადს ისიც შემოიტანს, რა თქმა უნდა, მისი განცხადებაც, როგორც ნებისმიერი სხვა, იქნება განხილული”.
თქვა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა რეჟისორ ლევან წულაძესთან დაკავშირებით.
წულაძე მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციას აღარ იკავებს. ოფიციალურ მიზეზად სამინისტრო კონტრაქტის ამოწურვას ასახელებს, რომელიც ოთხი წლის ვადით იყო განსაზღვრული.