საპატრიარქო კიდევ ერთ სკანდალში ეხვევა – დმანისის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი ზენონი, დიდ ბრიტანეთს პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს.
დეკანოზი ილია ჭიღლაძე, სანდო წყაროზე დაყრდნობით “მთავარ არხს” გვიყვება, რომ მეუფე ზენონმა თავშესაფარი ახალ წლამდე მოითხოვა და მიზეზი სუსიდან გამოტანილი ფაილები გახდა.
თავად მეუფე ზენონი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და ამბობს, რომ ლონდონში ნამდვილად იმყოფება, თუმცა მხოლოდ იმიტომ, რომ ეპარქიას ხელმძღვანელობს.
დეკანოზი ირიბად ადასტურებს, რომ შესაძლოა საქართველოში აღარც დაბრუნდეს და ამბობს იმასაც, რომ სუს-ის ფაილებში საკუთარი თავის აღმოჩენის შემდეგ, როგორც დევნისა და თვალთვალის ობიექტმა ინფორმაცია, ბრიტანელ სამართალდამცავებს მიაწოდა.
სინოდი დუმს. ამბობენ მხოლოდ იმას, რომ პასუხი კითხვებს საპატრიარქომ უნდა გასცეს, თუმცა საპატრიარქო კითხვებს არ პასუხობს და ამ დრომდე არც წერილობით განუმარტავს, სთხოვა თუ არა სინოდის წევრმა თავშესაფარი უცხო ქვეყანას.
ტვ მთავარი