[…] მიუხედავად იმისა, რომ, შეიძლება, რეგიონი გარკვეული ტურბულენტობით ხასიათდებოდეს, ჩვენ საკმაოდ კარგად ვართ მომზადებულები. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის მიერ და საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების მიერ აღინიშნება და რეიტინგებშიც აისახება, რომ საქართველო რჩება ერთგვარ სტაბილურობის კუნძულად, თუ სტაბილურობის წერტილად ჩვენს რეგიონში. ეს არის არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ მაკროეკონომიკური სტაბილურობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველთვის არის საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა, არის კონკრეტული რეფორმებისადმი ერთგულება და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ რეფორმატორული კურსისგან პანდემიის ყველაზე რთულ პერიოდშიც კი არ გადაგვიხვევია. აქ არის პროგნოზირებადი მაკროეკონომიკური პოლიტიკა, დღესდღეობით ლარის კურსიც კი არის სტაბილური.