“ქართულმა ოცნებამ” ეს ქალაქი სიცოცხლის ქალაქად აქცია. იყო დრო, როცა შიშით დადიოდა ხალხი. გვახსოვს ყველას ტელეფონს ვშლიდით სხვა ოთახში გავდიოდით იმის შიშით, რომ სადმე რეჟიმის მარწუხები არ დაგვხვედროდა. სააკაშვილი, როგორც პიროვნება, რომელმაც სისტემური რეჟიმი შექმნა, უნდა გასამართლდეს და პოლიტიკური ველიდან უნდა წავიდეს. უნდა მოვიდეს ახალი პოლიტიკური ძალა. გიგი უგულავა ათასობით ადამიანის წინაშე გამოდის და მთელ ერს აგინებს. ამ ადამიანს როგორ უნდა ჰქონდეს უფლება, რომ საზოგადოებასთან ისაუბროს. შემდეგ მე დამიჯდეს დებატებზე. მე გიგი უგულავასთან ვერ ვიკამათებ, რადგან გავუბრტყელებ იმ სახეს როგორც კი პირველად ვნახავ. სანამ ჩემს დედას და საზოგადოებას შეაგინებს პოლიტიკოსი, რომელსაც ქალაქის მერი ერქვა, ბოდიში უნდა მოიხადოს მეორე დღეს თუ პოლიტიკაში რამე ემოციებით წამოცდა. თუმცა გავეშებულია ეს აადამიანი” – განაცხადა ლუკა კურტანიძემ “პალიტრა ნიუსის” ეთერში.