საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველი გამარჯვება მოიპოვა

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველი გამარჯვება მოიპოვა. საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანის ნაკრები ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებიდან გოლები ელისანდრომ, არჩილ სებისკვერაძემ და თალესიმ გაიტანეს.

ცნობისთვის, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატში პირველად ასპარეზობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share