ამერიკის პრეზიდენტმა ბაიდენმა, უკრაინის საზღვართან შექმნილი მდგომარეობა ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, პოლონეთისა და ნატოს ხელმძღვანელებთან ვიდეოსაუბრებში განიხილა.
ნატოს ხელმძღვანელმა სტოლტენბერგმა მოლაპარაკებების შემდეგ გააფრთხილა რუსეთი, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესია მას ძვირი დაუჯდება. ბრიტანეთის პრემიერმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო ერთსულოვნების უდიდეს მნიშვნელობას რუსეთის მზარდი მტრული განწყობების წინააღმდეგ.
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მოუწოდა რუსეთს გადადგას კონკრეტული ნაბიჯები სიტუაციის დეესკალაციისაკენ.
ამასობაში 8 ათასი ამერიკელი ჯარისკაცია მოყვანილი საბრძოლო მზადყოფნასი აღმოსავლეთ ევროპაში შესაძლო გადასროლის გამო, რაც უკრაინა რუსეთის საზღვარზე მომატებული საფრთხი გამო იქმნება.
პენტაგონში აცხადევენ რომ ჯარისკაცების გადაგზავნის გადაწყვეტილება ჯერ ჯერობით მიღებული არ არის თუმცა ეს გადაწყვეტილება უახლოესი ხუთი დღის განმავლობაში მიიღება.
“ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი სიგნალია პუტინისათვის რომ ჩვენ სერიოზულად ვეპყრობით ჩვენს მოვალეობას ნატოში” – თქვა პენტაგონის პრეს-მდივანმა ჯონ კირბიმ.
დასავლეთში კარგახანია შეშფოთებულნი არიან იმით, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას გეგმავს. რუსეთი ამ ინფორმაციას უარყოფს თუმცა დაჟინებით ითხოვს ნატოსაგან შეაჩეროს აღმოსავლეთით გაფართოება და უარი თქვას უკრაინის ნატოში მიღებაზე.
თავის მხრივ ნატომ განაცხადა, რომ გადაყავს თავისი ჯარები საბრძოლო მზადყოფნაში და აღმოსავლეთ ევროპაში ხომალდებსა და ავია გამანადგურებლებს ამატებს.
საფრანგეთმა განაცხადა, რომ ხვალ შედგება მოლაპარაკებები რუსეთის, უკრაინის, საფრანგეთისა და გერმანიის მონაქწილეობით კრიზისიდან გამოსავლის ძიების მიზნით.
როგორც საგრანგეთის პრეზიდენტის თანაშემწემ ბრძანა, ემანუელ მაკრონი დარწმუნებულია, რომ ყოველტვის უნდა დარჩეს ადგილი დიპლომატიისათვის ვიტარების დეესკალაციისათვის.