ნაგომარი ოზურგეთიდან 12 კილომეტრის მანძილზეა. ვიწროსა, მაგრამ კარგად მოკენჭილ გზაზე ეტლი მშვენივრად მიჰგორავს. ასეთი კარგი სასოფლო გზები მარტო აქეთკენ, გურიაში, თუ შეხვდება საქართველოს
სხვა კუთხეში ნავალ კაცსა.
აქ, ეტყობა, ყველას შეგნებული აქვს, რომ უგზოოდ ფასი არა აქვს მეურნეობის ყოველგვარ ნაწარმოებსა. არა გვგონია, რომ სხვაგან, საქართველოს რომელსამე კუთხეში, სოფლელნი გზების გაყვანისათვის იმდენსა ზრუნავდნენ, რამდენსაც გურიის მკვიდრნი ზრუნავენ და ეს სწორედ მაშინ, როცა გურულმა გლეხმა ათას-გვარს, კარზე მომდგარ გაჭირვებას პასუხი უნდა გასცეს!
1896 წელს მთელ ოზურგეთის მაზრაში (გურიაში) გზების შესაკეთებლად „ბეგარაზე― გაუყვანიათ 55,753 ქვეითი კაცი, 7,669 ურემი და 4.97 ცხენი.
სოფ. დვაბზუმდე გზა ერთ გრძელ, დაუსრულებელ ხეივანში გადის,
ხოლო ამ სოფლის შემდეგ დაბალი ტყე იწყება. თვით მოსახლენი იშვიათად შეხვდება მგზავრსა. ეს უდაბურობა გზისა ადრე, ფირალობის
დროს, საშიშრად ჰქმნიდა აქ მოგზაურობასა და თვით ფირალებს დიდად უწყობდა ხელსა.
თანამგზავრებმა ის ისტორიული პუნქტიც მიჩვენეს, სადაც რომელიღაც ფირალს, − არ ვიცი – მიქელაშვილს, არ ვიცი − მეხუზლას არა ერთხელ დაუცია შიშის ზარი გამვლელ ვაჭრისათვის.
–
ფოტო ნაგომრი – გაზეთი “კავკაზსკი კრაი” 1905 წელი
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა