მილიონობით ლარი ინფრასტრუქტურის პროექტებისთვის, რომელიც ჩაბარებიდან ერთი წლის შემდეგ, ისევ სარემონტოა.
ბათუმში, საკრებულოს დეპუტატის, ლევან დოლიძის ოჯახის კუთვნილი კომპანიების ანგარიშზე, რამდენიმე მილიონი ლარი ბიუჯეტიდან უკვე ჩაირიცხა და სამუშაოებიც დასრულდა, თუმცა პროექტის ჩაბარებიდან რამდენიმე თვეში, ხიდიც და ქუჩებიც ისევ დანგრეულია.
“ქართული ოცნების” საკრებულოს დეპუტატის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ტენდერებში გამოცდილების გამო იმარჯვებს და ხელისუფლებასთან კავშირი არაფერ შუაშია, თუმცა სხვა მოსაზრება აქვთ ოპოზციის წევრებს და როგორც ბათუმელებს, რომლებიც წლიდან წლამდე, დაცარიელებულ ბიუჯეტის და დანგრეულ ქუჩებს უყურებენ.