“კონტურს გარეთ წიაღის უკანონო მოპოვებაზე დავიჭირეთ კომპანია “სამი ძმა” მდინარე სუფსაზე, რომლის ნაპირები ისეა მოპარული მდ. ამაზონი გვეგონა”,- წერს სამოქალაქო მოძრაობა “ეკოს” დამფუძნებელი ირმა გორდელაძე, რომელიც დაფიქსირებულ ფაქტთან დაკავშირებით, “გურიის მოამბეს” – თან დამატებით კომენტარს აკეთებს :
“მდ.სუფსაზე დავაფიქსირეთ “ნატა 2000”-ის ლიცენზიით მომუშავე კომპანია “სამი ძმა”, რომელიც მუშაობდა კონტურს გარეთ .ერთ ლიცენზიას ვადა გაუვიდა, გასული წლის დეკემბერში, მეორეს- აპრილში გადის. ადგილზე მისულებს დაგვხვდა ის მდგომარეობა, რომ მითითებული კონტურის გარეთ იპარავდა წიაღს, სახელმწიფო ტერიტორიაზე, რაც არის კანონდარღვევა და დასჯადი. გამოვიძაღეთ გარემოს დაცვა და ველოდებით ქმედით ღონისძიებებს”.-აღნიშნა გორდელაძემ.