“ეროვნული სირცხვილი! როცა ჩვენს მოძმე უკრაინაში მთელი ერი ირაზმება საკუთარი ქვეყნის დასაცავად,ჩვენთან უკვე ომგოვლილი გმირის საფლავს ასე ექცევიან! ბოდიში ერთი ქართველის სახელით ვაჟა თოდუას სულს,მის ხსოვნას და ოჯახს” – წერს ლანჩხუთის საკრებულოს წევრი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” კახა ასკურავა დღეს, ლანჩხუთში მომხდარ ვანდალურ ფაქტზე.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ლანჩხუთში, ე.წ. “აგარაკების სასაფლაოზე” აფხაზეთის ომის გმირის, ვაჟა თოდუას საფლავი გაძარცვეს.