დღეს, ბახმაროში საქართველოში პირველად ბურანების შეჯიბრი გაიმართა, რომელშიც გენო ირემაძემ გაიმარჯვა.
რბოლაში მონაწილეობა ბახმაროს ერთგულმა წარმომადგენლებმა მიიღეს.
რბოლა ორ ნომინაციაში- წყვილთა შორის 2 კმ მანძილზე და ჯგუფური რბოლა 3 კმ მანძილზე გაიმართა.
ორივე ნომინაციაში გამარჯვება, გენო ირემაძეს ხვდა წილად.
გამარჯვებულს ,,ზამთრის თასი” და სხვადასხვა პრიზები გადაეცა.