კოვიდინფიცირებული თამაზ მეჭიაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. როგორც ემზარ კვიციანი წერს, თამაზი კლინიკაში 4 ბალიანი ფილტვების დაზიანებით შეიყვანეს ახლა კი 18 ქულიანი დაზიანება აქვს.
“ფილტვების დაზიანების 4% ით შევიდა, 2-3 დღე უკეთ იყო, ველაპარაკებოდი. გუშინწინ დილის 9-ზე რომ დაურეკე, ცუდად იყო და მითხრა ძლივს გავათენე ღამეო. მეთქი, ექიმები სად იყვნენ და გადააგდო გვერდზე თავი ძალიან უიმედოდ. გუშინ “კატე” გადაუღეს უკვე 18-მდე გაიზარდა დაზიანება ფილტვების, დღეს უკვე 85%-ია. ხალხნო ესაა მკურნალობააა! და ამას ვეუბნებით არ დანებდეო, რომელიც 4 ქულით მივიდა დახმარების თხოვნით. და პირიქით, კოვიდის მხარეს აღმოჩნდნენ ის ხალხი, ვისი იმედიც ჰქონდა!!! ვერ ვხვდებით???” – წერს კვიციანი.
თამაზ მეჭიაურის შვილი, ზაზა მეჭიაური კი შემდეგი სახი მიმართვას ავრცელებს: ,,მამა! არ დანებდე! იბრძოლე!”.