მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველებმა სხდომის დასაწყისში მოსამართლეს სთხოვეს, მესამე პრეზიდენტს დარბაზში, ადვოკატების გვერდზე გადაენაცვლებინა და ისე გაგრძელებულიყო დღევანდელი სასამართლო, მითუმეტეს, რომ უსაფრთხოების ზომები საკმარისად იყო მიღებული და ეს პრობლემას არ შექმნიდა.
მოსამართლე ამ მოთხოვნას არ დათანხმდა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რაც უფლებადამცველების თქმით, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა
“ივანიშვილს უყვარდა ხალხთან ლაპარაკი შუშის იქით და მე ვეშლები თავის თავში. იმას უყვარს არეკლილი შუშა, იმას უყვარს დაცვა. ეს არის სტილი დაანებეთ თავი კაცო მონები არიან, გავაგრძელოთ” განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა
მის ამ პასუხზე, მოსამართლემ მას შენიშვნა მისცა .
საქალაქო სასამართლოში დღეს ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეს განიხილავენ.
მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიხეილ სააკაშვილს განცხადების გასაკეთებლად 15 წუთი მისცა.