რატომ ხდებიან მწვავე დაავადებები ქრონიკული
პასუხი გაუთვითცნობიერებელ, ხშირ კითხვაზე————-დავლიო თუ არა ექიმო სოდა.
შენი, ყოველი პირის გაღება და ყოველი ლუკმის ჩადება, პირდაპირ აისახება სისხლის ph–ზე
ბრმა მკურნალობა ყოველთვის უშედეგოა.
რატომ კარგავენ კაცები ნაადრევად ლიბიდოს.
წაიკითხე და გაიგე, როგორ უნდა იცოცხლო უფრო დიდხანს და უფრო ჯანმრთელად
უამრავჯერ მაქვს განხილული ალკალოზი და აციდოზი. მაგრამ, ეს ისეთი თემებია, სამწუხაროდ, არაექიმების მიერ სრული გაგება კი არა, ხშირად, სამედიცინო რგოლშიც არ ხდება გათვალისწინება. ერთხელ კიდევ ავხსნი ამას, უფრო მეტად პრაქტიკული მაგალითებით, რომ ადამიანებმა დაინახონ ის სასიცოცხლო საშიშროებები, რაც ამ მდგომარეობას მოჰყვება.
ალკალოზი—–სისხლის ტუტე რეაქციის მატებაა. ამ მდგომარეობის დროს, სისხლიდან მჟავები იკარგება .ხოლო , თუ რესპირაციული ალკალოზია, მაშინ ნახშირორჟანგის დაბალი მაჩვენებელია, რომელიც ღრმა სუნთქვით განვითარდება. მთელი უბედურება იმაშია, რომ ჯანმრთელობისთვის ამ დამანგრეველი მდგომარეობის დროს, ადამიანმა ხშირად საერთოდ არაფერი არ იცის, როცა ეს მას აქვს. რადგან , ძალიან სამწუხაროდ, ჯანდაცვის ყველა რგოლში არ ხდება ამის ინტერპრეტაცია. რის გამოც სიცოცხლე დიდი რისკის ქვეშაა. ალკალოზის დროს,ისე იშლება ფიზიოლოგიური რეაქციები, რომ შედეგად, მჟავები იკარგებიან და სოდა ძალიან ჭარბად წარმოიქმენაბა. დაბლა ეცემა ქლორი, ხოლო ცე ვიტამინი კატასტროფულად დაბლა ვარდება. .არ ტერიაში სისხლის ძალიან მაღალი ტუტიანობაა. ალკალოზის დროს, ტუტეები ძალიან მაღალია, მჟავები დაბალი, სისხლის პეჰაში კი მაღალი. ხოლო აციდოზის დროს—-სისხლში მჟავები მაღალია, ტუტეები დაბალი და სიხლის პეჰაში კი ,დაბალი. საერთოდ, სისხლს, ნახშირორჟანგი ფილტვებში მიაქვს. ადამიანი ყოველ ამოსუნთქვაზე ნახშირორჟანგისგან თავისუფლდება. თუ სისხლში ნახშირორჟანგი დაგროვდა, სისხლის პეჰაში დაბლა ვარდება, მჟავიანობა კი მაღლა აიწევს. ანუ ეს აციდოზოს დროს. ანუ ალკალოზის საპირისპირო დიდი პრობლემის დროს.
რა შემთხვევებში, როდის და რა ვითარებაში განვითარდება ალკალოზი————————1-სოდის გადაჭარბებული მიღებისას 2-კალიუმის და ნატრიუმის კარგვის დროს. 3-ღებინების დროს, რადგან ამ მომენტში კუჭიდან მჟავები იკარგება.ამ დროს ალკალოზს ამწვავებსკალიუმის და ქლორის დაცემა. 4–ზონდით, კუჭის სიმჟავის ამოქაჩვისას. 5-თირკმელზედა ჯირკვლებში პრობლემების დროს.6—ღრმა და ჩქარი სუნთქვისას ანუ ჰიპერვენტილაციის დროს. ამ დროს სუნთქვითი ალკალოზია. ამ შემთხვევაში სისხლიდან დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგი იკარგება. 7——-შფოთვის , აგზნების და დეპრესიის დროს.8-ნებისმიერი ტკივილის დროს. 9—–ჰიპოქსიურ მდგომარეობებში. 10-ტეტანიისა, კრუნჩხვების და სპაზმის დროს.11—–როცა კალიუმია დაცემული, შარდმდენების არასწორად და არამიზნობრივად გამოყენებისას. 12-ასპირინის ხშირი გამოყენებისას. მაგალითად ალკალოზი აქვს ყველას , ვინც ხანგრძლივად იღებს კარდიომაგნილს.რადგან ის მაგნიუმისა ასპირინის შემცველობის აა. 13–ალკალოზია თავის ტვინის კორონარულ არტერიებში, საძილე არტერიებში სისხლის მიმოქცევის დარღვევის დროს. ამ დროს იშემია ალკალოზითაა გამოწვეული.მაგალითად, ტინიტუსის, შაკიკის, ქოლესტერინის სიჭარბის დროს, როცა ის საძილე არტერიებშია უპირატესად ჩაკირული. 14—-ყველა მაღალი და დაბალი წნევის მომენტშ ი. 15-პულსის აჩქარებისას. 16-ყაბზობის დროს. 17-ძლიერი ოფლიანობის დროს ექსკრეტორული ალკალოზია. 18-ქრონიკული მეტაბოლური ალკალოზია, ნებისმიერი წყლულის დროს——საშვილოსნოს, კუჭის, ნაწლავის. 19–რძის და რძის პროდუქტების, საკვებად მუდმივ მომხმარებლებში. 20——ყველა ასაკში ტინიტუსის და შაკიკის მთავარი მიზეზია. 21— თავბრუხვევის დროს. 22-ენდოკრინული დარღვევების და დიაბეტის დროს, როცა ნატრიუმი შეკავდება ორგანიზმში.23——-ყველა ოპერაციის შემდგომ პერიოდში.ანესთეზია იწვევს ალკალოზს.დანარჩენ შ ემთხვევებს გზადაგზა განვიხილავ და ამათაც.
მძიმე ალკალოზია ბარნეტის სინდრომის დროს. ამ დაავადების დროს, თ ირკმლის სისტემაში, ქლორის იონების ტრანზიტის მემკვიდრული დარღვევაა .ამ სინდრომის გამო წლამდე ბავშვს , ხან ღებინება აქვს და ხშირად ვერ ხდება ამის გამოცნობა.სამიზნედ აღებულია კუჭ-ნაწლავი და არასწორი მკურნალობის ბევრი მაგალითი ვიცით.ასეთი არასწორი მიდგომით, ბავშვის ფიზიკური განვითარება ფერხდება.ამ დროს სისხლში——ქლორი და კალიუმი დაბალია, ხოლო ალდოსტერინი და რენინი მაღალია.
როცა რესპირაციული ალკალოზია,ფილტვის ალვეოლების ჰიპერვენტილაცია მიმდინარეობს.ამის შედეგად, ნახშირორჟანგი ორგანიზმიდან ნორმაზე მეტი გამოძევდება ,შედეგად კი, ნახშირორჟანგის პარციალური წნევა, სისხლში დაბლდება.35ზე დაბლა ჩამოდის. ამის გამო მიიღება -ჰიპოკაპნია.ფილტვის ჰიპერვენტილაცია ალკალოზით, ყოველთვის არის—————-ყველა კიბოს დროს ;ასევე არის, როცა ზეწოლაა სუნთქვის ცენტრზე——————-ტოქსინების,ჭარბი მძიმე მეტალების, მიკრობების, პარაზიტების, ექინოკოკების, შხამების, ქიმიკატების. ასეთი მდგომარეობა კი, მოსახლეობის 70 პროცენტზე მეტს აქვს.ჩ ვენს დროში გამაოგნებელი სტატისტიკა და პრაქტიკული ვითარებააა, ჭიების და სხვა პარაზიტების მიერ, ადამიანთა, მათი კოლოსალური რიცხვით დასნებოვნების. ასთმების და ბრონქოექტაზიების დროს ქლამიდიების ბუმია. ბოლო წლების ევროპული კვლევებით, უკვე დადასტურებულია,რომ სიმსივნეების ჩამოყალიბებაში უმთავრესი როლი ჭიებს განეკუთვნებათ.ჭიები და სხვა პარაზიტები ბოლომდე ანადგურებენ მსხვილ შინაგან ორგანოებს. ექინოკოკები და სხვა პარაზიტები აზიანებეენ ——–ღვიძლს, სახსრებს, გულს და სხვა მსხვილ ორგანოებს. ჭიების მონაწილეობა უდიდესია გულის დაზიანებასა და სტენტირებამდე მისვლაში. ღვიძლის ყველა პათოლოგიის გამძაფრებაში ,ჭიების როლი წამყვანია. გარემოს დაბინძურების და უხარისხო საკვების მიღების ფონზე ,ადამიანებს უკიდურესად დაბალი იმუნიტეტი აქვთ.ასეთი კრიტიკული იმუნიტეტის ფონზე, ჭიები ადვილად სახლდებიან ორგანიზმებში. დაბალი იმუნიტეტის სავიზიტო ბარათი დასუსტებული ღვიძლია.მისი ფილტრაციული უნარი უკიდურესად შეზღუდულია, რომ დაიცვას თავი გარე ტოქსინებისგან. ამიტომ , დღეს მოსახლეობაში ჭიების და სხვა პარაზიტების ორგანული ბუმია. ჰიპერვენტილაცია და ჰიპოკაპნია ალკალოზით, არის ნებისმიერი ტემპერატურის აწევის დროს. ასევე მუდმივად არის, ქრონიკული დაბალი სიცხის მტარებლებში. 37 ან 38მდე.ექსკრეტორული ალკალოზი მიმდინარეობს———–კუჭის მჟავე შიგთავსის შემცირების დროს. მაგალითად, ღებინება,ასევე,შეკრულობა , თუნდაც ერთი დღე კუჭში გაუსვლელობა. ასევე ორსულთა ღებინების დროს. ალკალოზი, ორგანიზმის მძიმე დარღვევაა, როცა ფიზიოლოგიური რეაქციები გაუკუღმართებულად მიმდინარეობენ და ამის გამო მუდმივი თრომბირების პროცესებია გაცხოველებული. თირკმლის ტიპის ალკალოზი ეწოდება, როცა შარდმდენები დანიშნულია არასწორად და არაზომიერად. ანუ შეცდომაა შარდმდენი მედიკამენტის დისტანციაზე დანიშვნა. ჰიპო და ჰიპერვოლემიის მექანიზმის მკაცრი გათვალისწინებით, მისი დანიშვნა ზედმიწევნით გათვლილი უნდა იყოს დროში და ელექტროლიტური ბალანსის გათვალისწინებით. ასევე სასიკვდილო პოზიციას ქმნის სასაქმებელი წამლები. ეს ახნილი მაქვს სტატიაში———–შეტევა ორგანიზმის სასიცოცხლო მექანიზმებზე. მძიმე ტიპის ალკალოზს, განსაკუთრებით ,ის შარდმდენი წამლები იწვევენ,რომლებიც ვერცხლისწყლის შემცველებია. ასეთები კი ბევრია და ხალხში პოპულარულები. შარდმდენები ისეთივე ვერაგ ალკალოზის სახეებს იწვევენ, როგორიც ენდოკრინული დაავადებების დროს ვითარდება. ექსკრეტორული ალკალოზი ვ ითარდება გაძლიერებული ოფლიანობის დროს. ეგზოგენური ალკალოზის უმძიმესი ფორმა ვითარდება სოდის გახანგრძლივებული მიღებისას. ვითარდება ბარნეტის ტიპის შეძენილი სინდრომი. ალკალოზის შერეული ფორმები ვითარდება თავის ტრავმების დროს, რომლებიც ღებინებით მიდიან.როცა თანამედროვე მაღალი დონის მედიცინა ,ჩვენში ყველგან მოიკიდებს ფეხს, ასეთი ბრმა მკურნალობები, რომლებიც ზოგან არის და ჩივილების მიჩქმალვაზეა ორიენტირებული———— აღარ იქნება. გარდა იმისა, რომ თითოეული დაავადების დროს, უნდა გაიშიფროს—– რა ხდება კრებსის ციკლში. ანუ ამ დაავადების დროს, რომელი ფიზიოლოგიური რეაქციებია დაღვეული. ასევე, ხელის გულზე , დინამიკაში უნდა დაისვას ექიმმა ელექტროლიტების მეტაბოლური ვითარება. დაადიფერენციროს ალკალოზია ამ ეტაპზე თუ აციდოზი. თუ ალკალოზია, მაშინ მისი რომელი ფორმაა. ცოცხალ ადამიანში , მუდმივად მიმდინარეობს კრებსის ციკლი. ანუ ათასობით ქიმიურ-ბიოლოგიური რეაქცია. არასოდეს არ მორჩება არცერთი დაავადება ბოლომდე და აუცილებლად ქრონიკულში გადავა, თუ ამ მექანიზმების კონტროლით, არ ვმართავთ დაავადებას. კომპენსატორული ალკალოზის დროს პეჰაში ნორმაა—-7,35——7,45.ალკალოზის საშუალო ფორმის დროს, ადამიანს ბევრი ჩივილი არა აქვს. ალკალოზი შეიძლება მალევე— აციდოზში გადავიდეს. ეს უნდა მართოს ექიმმა და ეს არის სწორედ სიცოცხლის და დაავადების სწორი მართვა.მაგალითად, როცა საკვებით ინტოქსიკაციააა და აცეტონური ღებინებაა,ძალიან ხშირად , დიაბეტის დროს ან არადიაბეტის დროსაც, ექიმს უდიდესი ყურადღება მართებს.განსაკუთრებით, დიაბეტის დროს, რომ სიცოცხლისათვის საშიში შედეგი არ დადგეს. ამ დროს, თავიდან——-კეტოზია აციდოზით ანუ სოდა დაცემულია. ხოლო, მეორე ეტაპზე, თუნდაც ორ საათში, უკვე ალკალოზი ვითარდება,მარილმჟავას უკიდურესი შემცირების გამო. ეს უკვე კეტოზია ალკალოზით. დიაბეტიანების ინტოქსიკაციაზე, ჩემზე ახალგაზრდა. გამოუცდელ, დამწყებ ექიმებს სულ ვაფრთხილებ. ამ დროს, ალკალოზური პიკია და პანკრეასი ამას ისე ვერ უძლებს, რომ სასიკვდილო ვითარება რომ არ დადგეს, ბრძოლაა საჭირო .დიაბეტიანის კვებითი ინტოქსიკაციის დროს აუცილებელი ჩვენებაა—– ინფუზური თერაპია ანუ გადასხმა ვენაში.
თუნდაც ნამკურნალები, ქრონიკული ჰეპატიტების დროს-ცე , ბე ჰეპატიტების დროს, რესპირაციული ალკალოზი თანამდევი პროცესია. ჩვენში ვირუსის ელიმინაციის პროცესს ადამიანები მკურნალობას უწოდენებ. მე ვთვლი, რომ ცე ჰეპატიტის ვითარებაში, ადამიანი სამუდამოდ მეტაბოლურ უნარშეზღუდულად უნდა ჩაითვალოს. რადგან ,რაც არ უნდა ჭკვიანი ექიმი მეთვალყურეობდეს, ღვიძლი ბოლომდე არასოდეს მორჩება. მას სიცოცხლის ბოლომდე კონტროლი ესაჭიროება და ბევრი, ზოგისთვის აუხსნელი პრობლემები , სწორედ ღვიძლის ნარჩენი უკმარისობებიდან მოდის. ალკალოზის დროს ,ხშირად ძლიერ ეცემა კალციუმი. ეს გამოიხატება——-კანკალით ან ტინიტუსით —— ყურებში ხმაურის გაძლიერებით. ტინიტუსის დროს ალკალოზი ყველაზე გახანგრძლივებულია დროში. კოვიდის ფილტვების ანთების დროს, შეიმჩნეოდა ალკალოზის და აციდოზის არასტაბილურობა და მონაცვლეობა. ამ დროს გართულებული ფილტვების ანთების შემდეგ ,ყველა სიკვდილის მიზეზი ეს მექანიზმი იყო. მეტაბოლიზმის მოშლა ამ საუკუნის დომინანტია მედიცინაში. ყველა დაავადებას დღეს, მეტაბოლური მოშლის ფონი აქვს. მეტაბოლურ ალკალოზს კიდევ დავაკონკრეტებ——————————- მეტაბოლური ალკალოზი ყველაზე მეტად მიიღება—–შარდმდენების, წნევის დამარეგულირებლების არასწორი ,არამიზანმიმართული დანიშნვით. მაღალი წნევის რეალური მკურნალობა სულ სხვაა, იმისგან განსხვავებით, რაც ჩვენში უკვე შაბლონია. ძალიან ბევრჯერ ამიხსნია ეს. წნევით დაავადებული , მხოლოდ 30 პროცენტის მიზეზია——-თირკმლისმიერი ან გულისმიერი ჰიპერტონია. დანარჩენი წნევის მიზეზი სისხლძარღვოვანი, ჰორმონალური,ელექტროლიტური და ნეირობიოლოგიურია. რომელთა დროს ეწ დამარეგულირებლები სრულიად უადგილოა. ის რასაც თქვენ წნევის დამარეგულირებლებს უწოდებთ, ეს არის ფარმაკოლოგიური ჯგუფი, რომელსაც ეწოდება ———–გულის უკმარისობის საწინააღმდეგო პრეპარატები. სრულიად საღ გონებაზე მყოფი არაექიმიც კი მიხვდება, რომ როცა დიასტოლური ანუ ქვედა წნევა 70ია, ასეთ ადამიანს არ სჭირდება წნევის ეწ დამარეგულირებელი, რომლის მთავარი მიზანი დიასტოლური წნევის დაწევა და შეგუბების მოხსნაა.ზოგიერთ ცენტრში შეგუბების და წნევის ასაცილებელი დანიშნულება დაბეჭდილი რიგდება. ყველასთვის ერთიდაიგივე——— დაბალწნევიანისთვის და მაღალწნევიანისთვის. არ არის გათვალისწინებული, რომ მან ჰიპოტენზიური პაციენტი ანუ დიასტოლური წნევის სიდაბლით ან ნორმით არსებული, კოლაფსში ჩააგდოს.ანუ არის შემთხვევები , რომ დამარეგულირებელის დანიშნვის დროს, არ არის გათვალისწინებული ელექტროლიტების არათუ მდგომარეობა, არამედ თავად შეგუბების სტატუსი. მეტაბოლური ალკალოზი ყველაზე მეტი რიცხვით, არასწორად დანიშნული წნევის დამარეგულირებლების მომხმარებლებშია წარმოდგენილი. მეტაბოლური ალკალოზი მიიღებ ა ასევე, სოდის დალევის გახანგრძლივებით. ასევე დეკომპენსირებული, მეტაბოლური ალკალოზი ვითარდება დიარეის დროს. როცა კალიუმის და ქლორის გრძელდისტანციური დაცემაა და ექსიკოზია. ვისაც გახანგრძლივებული დიარეა ანუ აშლილობა გაქვთ, თუნდაც პერიოდულად და მომენტებში, თქვენ გაქვთ——–დეკომპენსირებული მეტაბოლური ალკალოზი. ქრონიკული მეტაბოლური ალკალოზი, როგორც ვთქვი, წყლულით დაავადებულებს აქვთ . ასევე , რძის პროდუქტების ხშირ მიმღებლებს. რა თქმა უნდა, რძის პროდუქტები, ყველაზე არადამზიანებელი საკვებია, რომლებსაც ღვიძლის ციროზის მძიმე სტადიებშიც ვუშვებთ საკვებად. მაგრამ, ჯანსაღი სიცოცხლე, როგორც ხშირად ვამბობ, ბალანსზე და ნუტრიციოლოგიურ ზუსტ გათავლებზეა დამოკიდებული.მინერალური ზომიერება სიცოცხლის მთავარი პირობაა. ნივთიერებათა , ვიტამინთა, მინერალთა, ცილათა ბალანსი, წარმოადგენს სიცოცხლის მთავარ პირობას. ზედმეტობა, ნაკლებობა და ურთიერთბალანსის დარღვევა, ერთნაირად აზიანებს სიცოცხლის ხარისხს და არის დაავადებათა წარმოშობის მიზეზი. რძის პროდუქტები , ისე არღვევეს ე ლექტროლიტურ ბალანსს და ქმნის ალკალოზს, შეიძლება, შეძენილ ბარნეტის სინდრომამდე ავიდეს. შეიძლება , ალკალოზი, მარტო, ალერგიული ქავილით იყოს გამოხატული.სამწუხაროდ , ჩვენთან, მედიცინაში, ალერგიის მედიკამენტების გამოყენება პიკურია. როცა ხშირად, მხოლოდ, ელექტროლიტების ბალანსია დარვეული და კვების სწორი კორექცია შეაკავებდა ეწ ალერგიას. ეგრედწოდებული ალერგიების დროს, ხშირად სულ არ არის საჭირო მძიმე იმუნოლოგიური წამლები , ვითომდა იმუნოლოგიური მექანიზმების საპასუხოდ. რადგან, ეს ალერგიის ნიშნები ,არასწორი კვებისგან და ელექტროლიტების დარღვეული ბალანსიდან გამოწვეული ალკალოზია და არა ანტიგენ——-ანტისხეულის მექანიზმის გამოხატულება. კანის დარღვევები—–კანის ქავილი , ალერგიული გამონაყარი, ეგზემის აფეთქებაც კი,ძალიან ხშირ შემთხვევაში —–ალკალოზის გამწვავების გამოა. საერთოდ, ყველა დაავადების მთავარი მექანიზმები ალკალოზის ან აციდოზის ფონზე დევს. მედიცინა უფრო წინ რომ წავა, გონიერებისთვის სამარცხვინოც კი იქნება ამ ფონების გაუთვალისწინებლობა. ხოლო, განვითრებული ექიმი ამ მექანიზმებს მკურნალობაში აუცილებლად გაითვალისწინებს. ყველა კარგი ექიმი ნუტრიციოლოგია. სწორედ კარგი ექიმი უნდა იყოს ნუტრიციოლოგი, რომელიც ამ მექანიზმებს ფლობს. ამიტომ კვების გრაფიკს ნებისმიერი დაავადების დროს ,ყოველთვის, ყველა დროში დიდი ყურადღება ეთმობოდა.
ალკალოზი და აციდოზი მონაცვლეობენ. ალკალოზის სიმძაფრის გამოხატულება დაავადების ვითარების მიხედვით იცვლება. მემკვიდრულ და ფერმენტოპათიულ დაავადებებს, მუდმივი მძიმე ალკალოზი აქვთ. კუჭ-ნაწლავით დაავადებულებს, რომლებიც განუსაზღვრელი ვადით არიან ომეპრაზოლების ტიპის მედიკამენტებით ნამკურნალები, აქვთ ნაწლავის კედელში,ქლორის იონების შეწოვის და გადაადგილების დარღვევა. ხშირ შემთხვევაში ეს დარღვევა გენეტიკურია. ამის გამო, მათ ქრონიკული ალკალოზი აქვთ. დადგენილია, რომ მათ, ფეკალიაში, ხშირად აღენიშნებათ ქლორის იონების სიჭარბე.მათ ,შარდში და სისხლში, ქლორი არა აქვთ მომატებული . ვინმე რომ ამ მექანიზმს გაედევნება, დაიბნევა და დაფიქრდება პირველად.ამ დროს თირკმლები, ბევრ კალიუმს კარგავს მუდმივად.ესაა კატეგორია, რომლებსაც ნაწლავები, კუჭი, სანაღვლე გზები აწუხებთ, კალიუმს კარგავენ და წნევის პერიოდული აწევით არიან დატანჯულები. ამ კატეგორიაშია, ასევე, შაკიკის შეტევით დატანჯულები.არ არსებობს შაკიკიანი, ქლორის სიჭარბე ან მისი ზედა ზღვარი, რომ არ აღენიშნებოდეს. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო მედიცინის სწორი პრინციპების მიხედვით, მათ მომატებულ ქლორს სისხლში ვერ დაიჭერ. რადგან მათი ქლოროზი, მხოლოდ ფეკალიაში ფიქსირდება. მაგრამ, დაკვირვებული ვარ ,მათი ქლორი ,ძალიან ხშირად სისხლის ელექტროლიტურ ანალიზშიც მომატებული თუ არა , ზედა ზღვარზე მაინცაა. ბევრს ჰგონია, რომ ზღვრები რკინისებური დოგმაა. ანალიზი შეიძლება ერთ საათში შეიცვალოს ნებისმიერი. ამისთვის არსებობს დინამიკაში კვლევა. ხოლო ზედა და ქვედა ზღვარი მონაცემების, ხშირად ისევე ბევრს ნიშნავს, როგორც დიდი გადაცდომა.ცხოვრებაში არაფერი არ ხდება შემთხვევით.მითუმეტეს ანალიზებში. გულის აჩქარებას რა მიზეზიც არ უნდა ჰქონდეს, თუნდაც გულსისხლძარღვთა ტექნიკური პრობლემა, მისი ფონი აუცილებლად ალკალოზია. ტაქიკარდია ანუ გულის აჩქარება, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს გამოწვეული, თუნდაც ჩიყვით ან მიოკარდიოდისტროფიით, მისი ერთი მთავარი მიზეზი და უშუალო გამომწვევი არის ალკალოზი. უკიდურესად ბევრი შემთხვევაა, რომ ამ დროს ალკალოზის კომპენსირება კი არ ხდება, არამედ , გამოყენებულია ხან, გულის არასაჭირო პრეპარატებიც, რაც გულის დაზიანებისთვის და კოლაფსისთვის ამზადებს ადამიანს მომავალში. . ევროპული მედიცინა ამაზე მკაცრად მიუთითებს. ეს მეტაბოლიზმის თვითმკვლელობაა.ეპილეფსიური შეტევა, შეიძლება საერთოდ მოიხსნას და არ განმეორდეს ან მისი ეპიზოდი ძალიან გაიშვიათდეს, თუ ფონად ალკალოზი იმართება. ალკალოზის დროს————-ფერმენტები იშლება. ფერმენტების სიმყარე კი სიცოცხლის მთავარი მიზეზია. ნებისმიერი დაავადება რომელიმე ფერმენტის დაშლა ან შემცირებაა. ალკალოზის დროს მყარად იშლება უამრავი ფერმენტი. ასევე, ალკალოზის დროს, თავის ტვინის და ყველა მსხვილი ორგანოს სისხლმომარაგება მკვეთრად მცირდება. შესაბამისად, მცირდება ჟანგბადი, რომელიც სიცოცხლის უპირობო წყაროა. ტვინის ნერვულ-კუნთოვანი აგზნება მატულობს. ყველა კრუნჩხვის დროს, ასევე ჩვილ ბავშვებშიც ——-ყოველთვის ალკალოზის ფონია. ალკალოზური ჰიპერვენტილაცია ანუ სუნთქვის ცენტრის პათოლოგიური გააქტიურება არის——-სისხლდენის დროს, ნებისმიერი ტკივილის დროს;ნებისმიერი ნევროზის გამოხატულების დროს.ხელოვნური სუნთქვის აპარატზე ჩართვის დროს, როცა მძიმე ფილტვების ანთების გართულება და სუნთქვის უკმარისობაა———თავიდან ,ჩართვამდე მიზეზი აციდოზია; შემდეგ ჩართვის დროს ,უკვე ალკალოზია. თუ გაზოვანი პარამეტრების დინამიკური კონტროლი არ ხდება, ალკალოზი ძლიერდება და ადამიანი კვდება. კოვიდზე ერთ სტატიაში, ვრცლად წარმოვადგინე დეტალურად და დამარცვლულად, თითოეული გაზოვანი პარამეტრის ნორმები და მართვის წესები, რისი განხორციელების გარეშე მართვით სუნთქვაზე ჩართული, ვერ გამოვა მდგომარეობიდან. თანამედროვე მედიცინას ყველაფერი შესწავლილი აქვს. მთავარია დავინახოთ და განვახორციელოდ. ამისთვის უნდა ვიცოდეთ. სწორი მკურნალობისთვის და ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად, სასიცოცხლოდ აუცილებელია ალკალოზის და აციდოზის მექანიზმები ვიცოდეთ და ვმართოდ. პაციენტს რომ ვუსმენ ანამნეზის დროს, როცა ის თავის სამედიცინო ისტორიას ყვება ,კითხვების დასმისას, ჩუმად ვიწერ და ვინიშნავ, ნებისმიერ დროს, იმ თითოეულ მომენტში, რასაც ის გადატანილი მოვლენებით აღწერს—————– ალკალოზი იყო თუ აციდოზი.რადგან, ადამიანის სიცოცხლე, ამ რეაქციათა წყებაზეა დამოკიდებული. ადამიანებს უამრავი ვიტამინი, მინერალი, მჟავა და ცილა აკლიათ, მაგრამ, ასე ადვილად არ კვდებიან. ახლახან გამოქვეყნდა ჰარვარდის წლევანდელი კვლევა————მსოფლიოს ადამიანთა 95 პროცენტს, ჩვენი ჩათვლით, დღეს, ვიტამინების, მინერალების, უძლიერესი დაცემა და ნაკლებობა აქვთ. ანუ შეიძლება მდიდარი იყო, რაც გინდა ის იყიდო, მაგრამ მეტაბოლიზმი გაქვს მოშლილი და ვერ ირგებ, თუნდაც , მსოფლიოს ბოლო კუთხიდან გამოწერილ საკვებს. დაცემულია მინერალები ,ადამიანი ალკალოზით დადის ამის გამო, მაგრამ ის ამ დროს, რაღაც დაავადებით ან რამე ჩივილით იტანჯება და არ კვდება. მაგრამ, ის კვდება ,როცა ალკალოზი პიკში გადავა. მანამდე, შეიძლება, სულ თავისუფლად იმკურნალოს ალკალოზზე, რომლითაც ის დადის და ამ სასიცოცხლო საშიშროებით ცხოვრობს. ალკალოზი, რომელიც ხშირ შემთხვევაში, მიუხედავად ბევრი ფულის ხარჯვისა, გამოკვლევების დროს ვერ დაუფიქსირეს. ალკალოზის კუპირებას ბევრი დრო ს ჭირდება. ალკალოზის დაფიქსირება და მასზე აგება მკურნალობისაც და კვებისაც, არის ადამიანის სიცოცხლისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი. არასოდეს არ მიკადრებია, დამეწერა ზერელე დანიშნულება. დანიშნულებას ყოველთვის ვაგებ, ალკალოზის და აციდოზის ფონის ღრმად შესწავლის და გათვალისწინების მიხედვით. რადგან ,მხოლოდ ეს არის, ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის რეალური მცდელობა და ბრძოლა.ვიღაც გამექცა და კრესტორი დაანიშვნინა, როცა მე მისი ქოლესტერინული რეაქციების განხილვისას თავზე დამთენებია.ვიღაცამ მკაცრი საყვედური მითხრა, მეორე კურსისთვის წამლების ფული არ მაქვსო. რეალური მკურნალობა ურთულესი პროცესია და ამის კულტურა აქ მასიურად არ არის. ადამიანის, თუნდაც უცნობის ან ნაცნობის ვიზუალური ინპექცია საკმარისია, თუნდაც ბანკში ან სავაჭრო ცენტრში შემხვედრი უცნობის, რომ გამოცდილმა ექიმმა უკვე იცის რა სჭირდება სამკურნალოდ. უფრო ახალგაზრდა ასაკში ამას ვაკეთებდი და ყოველთვის შედეგიანი იყო ტელეფონით დანიშნული წამლებიც. . მაგრამ, ახლა დანიშნულებას არ დავწერ და გადაწყვეტილებას აღარ მივიღებ, თუ დარწმუნებული არ ვარ ამ ადამიანის ალკალოზის ან აციდოზის სრულ ვითარებაზე.
სასიცოცხლო შეცდომები ყველაზე , ტერმინალური მდგომარეობის დროს შეიძლება მოხდეს.რადგან, რესპირაციული ალკალოზის ძალიან ბევრი ფორმის დროს—————————-ნახშირორჟანგი კი არ იმატებს————————არამედ დაქვეითებულია აციდოზური , ღრმა სუნთქვის გამო. თუ მექანიზმი არ ვიცით, შეიძლება ზოგადად, ექიმსაც და არაექიმსაც ეგონოს, რომ ამ დროს ნახშირორჟანგი მომატებულია და დიდი და საბედისწერო შეცდომით მართვით სუნთქვაზე გადაყვანა მოხდეს. რესპირაციული ალკალოზის დროს———————————- რადგან ნახშირორჟანგი დაცემულია, არასტაციონარულ შემთხვევებში ამიტომ არის——————– ჭკვიანი ექიმი ქაღალდის დახშულ პარკში ჩააყოფინებს პაციენტს ცხვირს და ასუნთქებს. ნაკლებად მცოდნეს კი, ამ დროს , სტაციონარში მართვით სუნთვაზე გადაყავს. ოღონდ ქაღალდის პარკში და არავითარ შემთხვევაში ცელოფნის პარკში. გახსოვდეთ, სასიცოცხლოა————————–რესპირაციული ალკალოზის დროს ნახშირორჟანგი დაბლა ეცემა, ღრმა სუნთქვის შემდეგ. ანუ სუნთქვითი ალკალოზის დროს, ღრმა სუნთქვის გამო,სისხლში ნახშირორჟანგი დაბლა ეცემა და სასიცოცხლოდ ,ა მ დროს———- სწორედ ნახშირორჟანგი ესაჭიროება და არა ———————————-ჟანგბადი. ეს მექანიზმი აქვს შფოთვასაც. მაგრამ, ჩამორჩენილი მედიცინის რგოლში ,ის მხოლოდ ანტიდეპრესანტებით იმკურნალება. . ამ დროს რასაც ყველაზე უფრო უჭირს —ეს ღვიძლია . სწორედ მისი საბოლოო განადგურება მიდის, ანტიდეპრესანტების დაუსრულებელი მიღებით. რესპირაციული ალკალოზის ფონია ყოველთვის ———————–პანიკური მდგომარეობის, შფოთვის, ცხელებების, სიმსივნეების, ნებისმიერი ტკივილის, ღვიძლის დაავადებების და ჰეპატიტების, ნებისმიერი ანემიის, ტრავმების————დროს. ეს დადგენილია და შეწავლილია მედიცინაში. ეს არის ის , რასაც ხშირად ვიმეორებ. ანუ არცერთი დაავადება არ მორჩება ,თუ ფიზიოლოგიური რეაქციები მწყობრში არ დაბრუნდა. ამ დარღვეული ფიზიოლოგიური რეაქციების პათოლოგიური კომბინაციააა- ალკალოზიც და აციდოზიც. რატომ არ რჩება ხშირად ანემია და ადამიანი იძულებულია ხშირად მიიღოს რკინის პრეპარატი. იმიტომ, რომ მარტო ეს, არ არის მისი მორჩენის საშუალება. რადგან, ყველა ანემიას რესპირაციული ალკალოზი ფონად აქვს. ქრონიკული ცხელებით ,დღეს ათასობით ადამიანი იტანჯება და ნევროზის დიაგნოზს უსვამენ ხშირად. მისი გამომწვევი მიკრობის ან დაავადების მკურნალობა ვერ დარეგულირდება, თუ ალკალოზის ფონი ა რ მოიხსნა. ღვიძლის დაავადების დროს, ადამიანი მართო ისე, რომ ციროზი ან კიბო არ წარმოიშვას, ამის გზა რესპირაციული ალკალოზის კუპირებაა. არასოდეს მორჩება ღვიძლი და უფრო გაუარესდება,თუ ექიმი რესპირაციოული ალკალოზის მოხსნის სტრატეგიას არ დაისახავს ფონად. კიბოთ ზოგი გარდაიცვლება და ზოგი ბევრად მეტ ხანს ცოცხლობს. სიმსივნით იცოცხლებს ადამიანი, თუ რესპირაციულ ალკალოზს მართავ და არეგულირებ. ნებისმიერი ტკივილის დროს, რესპირაციული ალკალოზის პიკია. მითუმეტეს, იმ ტკივილის დროს, რომელიც კიბოთ დაავადებულისთვის გაუსაძლისია. მორფიუმის გარეშეც მიიღებს ადამიანი, შვებს გარკვეულს, თუ რესპირაციული ალკალოზის რეგულირება მოხდება. თავბრუხვევა არასოდეს მოიხსნება და ყოველთვის ინსულტია მისი გამოსავალი, თუნდაც წლების შემდეგ, თუ რესპირაციული ალკალოზის ფონის დალაგება ვერ მოხდება———მინერალების, ვიტამინების, მჟავების დასხვა აუცილებელი კომპონენტების რიცხვის და ბალანსის მიღწევით. რომლის შედეგად სისხლის პეჰაში ნორმალიზდება და ადამიანი ჯანსაღდება.
არითმიას პერიოდულად, ბევრი ფაქტორი იწვევს. მაგრამ, ის საბოლოოდ ყალიბდება,მეტაბოლური ალკალოზის ფონზე. მეტი გაგებისთვის რამდენიმეჯერ ვუბრუნდები ზოგ იგივე მომენტს. პროგესტერონის დაღვევა ქალურ ორგანოებს სიმსივნებმდე მიიყვანს. პროგესტერონი ხელოვნური ჰორმონალური მედიკამენტებით რომ ბოლომდე დარეგულირდება ,ვისაც ამის იმედი აქვს , მას რეალურ მედიცინასთან სამი საუკუნე აცილებს. პროგესტერონი და საერთოდ ჰორმონების რღვევის და დისბალანსის მიზეზი რესპირაციული ალკალოზია. ფიზიოლოგიური რეაქციები ისე უნდა დარეგულირდეს, რომ რესპირაციული ალკალოზი მოიხსნას. მხოლოდ მაშინ მორჩება ბევრი დაავადება. თუ არა, თვალს მიეფარება გამოვლინებაში ან გაუარესდება. მედიცინაში შეცდომები უცოდინარობის გამოა. მაგალითად, ავიღოთ გასტროეზოგაგური რეფლუქსი, რომლის გამო ჩივილები ხან ისეა წარმოდგენილი, რომ ადამიანებს მძიმე ანტიბიოტიკებით ფილტვების ანთებას მკურნალობენ, როცა,ეს კუჭ-ნაწლავის რეფულქსია და საერთოდ არ არის ფილტვების პრობლემა. ამ დროს მხოლოდ ალკალოზია. . უფრო სწორად ალკალოზური პიკია. ვერ ხდება ამის განსაზღვრა. მცირდება სისხლში ამ დროს დოფამინი .დოფამინის შემცირება ამ რეფლუქს გაამწვავებს და სხვადასხვა გამოხატულებას მისცემს. დოფამინი ნეურობიოლოგიური სისტემის ერთი მთავარი ხერხემალია.სამწუხაროდ დოფამინზე მწირი წარმოდგენებია იქ, სადაც მედიცინის ჩამორჩენილი რგოლია. . წარმოუდგენელია ნევროზის, შაკიკის, შფოთვის, დეპრესისს, კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის, ტინიტუსის, თავბრუხვევის და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი დაავადებების მკურნალობა, მისი ცვლის დაკვირვების გარეშე. უბრალოდ წარმოუდგენელია. პროლაქტინს როგორ აკონტრილებ ,თუ მისი ცვლა არ იცი. გასტრო რეფლუქსის დროს დოფამინის ცვლის შესუსტებაა. ამის გამო ან კუჭ-ნაწლავია გაღიზიანებული და ომეპრაზოლებით ხდება ამ გასაჭირის, ლურსმანივით ადგილზე ჩაჭედებვა და შენიღბვა. დოფამინის ცვლა ნორმაში თუ არ ჩააყენე, თირკმლებში შემცირებული იქნება სოდის ცვლა და შესაბამისად შარდის შეკავებაც შეიძლება განვითარდეს. დოფამინის ცვლას თუ არ აკონტროლებ, ინსულინის ცვლის ნორმალურობას როგორ გააკონტროლებ——————-ანუ დიაბეტს, სიმსუქნეს, ენდოკრინულ სხვა დაავადებებს, ჩიყვებს.პანკრეასი, რომელიც ამ რეაქციების მაკონტროლებელია, გამოჭერილი ჰყავს დოფამინს და ყოველ წუთს მას აკონტროლებს. დოფამინი თუ არ აკონტროლე ალკალოზს ვერ მოხსნი. გასტროეზოფაგურ რეფლუქსზე ყველა მკურნალობა აბსურდია, თუ ალკალოზს არ მართავ. დიაბეტის და ჩიყვის მკურნალობაში სულ ჩაკეტილ წრეზე ივლი . სულ ერთი დაიმავე უსარგებლო წამლებს მიიღებ,თუ დოფამინს არ აკონტროლებ. დოფამინის ცვლას ვერ აკონტროლებ და ვერც დაარეგულირებ, თუ ალკალოზის პრინციპებს არ დააკვირდები. ვინც ამას გაიაზრებს ,მიხვდება, ზოგ შემთხვევაში, რამდენი საუკუნით ჩამორჩენილები ვართ. რაც აისახება კიდეც დღეს ადამიანების ჯანმრთელობაზე. დოფამინი უფრო დიდი თემაა და მისი დარღვევების დროს ,ადამიანებს მძიმე პრობლემები აქვთ. მაგალითად, კაცებს ლიბიდო და სექსუალური მოთხოვნილება ჩაუკვდებათ, თუ ალკალოზია დოფამინის ცვლის მოშლის გამო. დოფამინის ცვლის სრულ განხილვას ,ახლა არ ვაპირებ. დავაკონკრეტებ ალკალოზის მიმართულებებს-1—სუნთქვის ცენტრის აგზნებით მიმდინარე 2—– ჰიპოქსიური მდგომარეობები 3–კარდიო-პულმონური დაავადებები. 4- ჰიპერვენტილაცია 5—–რესპირაციული ალკალოზი. სუნთქვის ცენტრის აგზნებით მიმდინარე ალკალოზი ყველაზე მეტად არის———-ღვიძლის ფიზიოლოგიური წყობიდან გამოსვლისას, სეფსისის დროს, პანიკური დაავადებების დროს;ნებისმიერი ტკივილის;ასპირინის ხანგრძლივად მიღებისას;პროგესტერინის და სხვა ქალური ჰორმონების მოშლის დროს;ეუფილინის ჯგუფი ს პრეპარატების ხანგრძლივი მიღებისას.ჰიპოქსიები , რომელთა დროსაც უპირობო ალკალოზია——————-ფილტვის ანთებები, ასთმა, პნევმოთორაქსი, გულის ქრონიკული დაავადებები; ანემიები, მაღალ სიმაღლეზე ასვლა. კარდიო-პულმონური დაავადებები, რომლთა დროსაც ალკალოზია——-ემფიზემა, ფიბროზი,მაღალი წნევა, სტენოზი,მიტრალური სარქვლის ნაკლოვანება;ასევე თიაქარი. რატომ არის, რომ ხან თაიქარი მეტად გამოიბურცება , ხან კი ,თითქმის ქრება. რა თქმა უნდა, წამყვანი მის არსებობაში ცილოვანი ცვლის დარღვევაა. მაგრამ, მისი ფორმის შეცვლა პირდაპირაა კვებაზე დამოკიდებული. ანუ როგორი გარემოა ფიზიოლოგიურ სისტემის რეაქციებში. ალკალოზური, აციდოზური, თუ ნორმას მიახლოებული.
სუნთქვითი ალკალოზის მიზეზი ჰიპერვენტილაციაა.ეს შეიძლება გამოხატული იყოს ან ტკივილით ან პანიკით ან დეპრესიით ან აგზნებით ან შაკიკით ან პულსის აჩქარებით.სისხლის Ph-ს თუ არ დავარეგულირებთ ,ფიზიოლოგიური რეაქციების გამოსწორებით, მიზანმიმართული მედიკამენტებით და კვების სისწორით, მარტო დოგმატური არამიზანმიმართული წამლის ზეწოლით, დააავადების პროცესი მხოლოდ დროებით გამოსწორდება და უფრო გაღრმავდება. კოვიდის ვერაგობის გამო, ახლა მოსახლეობის დიდ ნაწილს ფილტვების ფიბროზი აქვს. განსაკუთრებით, იმ ადამიანებს, რომლებმაც კოვიდი უსიმპტომოდ გადაიტანეს ან არ დაურჩათ ფილტვებზე კარგი მეთვალყურეობა.ფიბროზის დროს ალკალოზია. მაგრამ, თუ ფიბროზი არასწორად იმართა, ის პერიოდულად აციდოზში გადადის. კუნთის დაჭიმვა ყველას შეიძლება აღენიშნოს. მისი მიზეზი—— კალიუმის და კალციუმის ნაკლებობა , გაძლიერებული თრომბირების ფონზე——– მაგ რამ, ეს პერიოდულად სულ გაგრძელდება ანუ კუნთების სპაზმი, თუ ალკალოზის ფიზიოლოგიური მექანიზმის კუპირება არ მოხდა. კალიუმის რიცხვი, მხოლოდ დროებით შეკავდება კალიუმის პრეპარატით . სისხლის გამათხიერებლის მიღება , როგორც წესი გახდა ჩვენს სინამდვილეში, დაუსრულებრლივ გაგრძელდება წლები———-სისხლის ფორმულის დაშლამდე. გავიგოთ , რომ თრომბის მკურნალობა გამათხიერებელი არ არის. ის არის იმ ფიზიოლოგიური მექანიზმების დალაგება, რომელთა არსებობის შემთხვევაში სქელდება სისხლი და თრომბული კერები წარმოიშობა. ნებისმიერი ტიპის ალკალოზის დროს უჭირს თირკმელზედა ჯირკვალს. ის ჰორმონების სამჭედლოა. თუ თირკმელზედა ჯირკვა,ლი და შესაბამისად ჰორმონები დეფიციტში ან ფიზიოლოგიურ დისკოფორტშია, ვერცერთი დაავადება ბოლომდე ვერ მორჩება. ადამიანი ცოცხალი და ჯანმრთელი დიდხანს ვერ იქნება. ჰორმონებს და შესაბამისად, თირკმელზედა ჯირკვალს ალაგებს მინერალების და ვიტამინების ნორმის ფარგლებში არსებობა და მათი ურთიერთობა. ალკალოზი და აციდოზი————-მხოლოდ მინერალების და ვიტამინების ფიზიოლოგიური ბალანსის დარღვევაა. სწორედ ამის შემდეგ ირღვევა ph ის მდგრადობა და ჯანმრთელი ფარგლები .ალკალოზი ძალიან ხშირია პედიატრიაში—————.ხშირად ვამბობ იმას , რომ გაციებულ ბავშვებს მშობლები ბაღში, სკოლაში ან რეპეტიტორთან უშვებენ.გაციებულ ადამიანს დარღვეული აქვს ჰიპერვენტილაცია. დიდი ხანია მსოფლიო მედიცინა ბჭ ობს და ბოლომდე ვერ გაუგია——-რა არის გაციება ანუ მწვავე რესპირაციული დაავადება.თქვენ უსიმპტომოდ გადაიტანეთ კოვიდი და იყავით კარგად ამ დროს. მაგრამ, ვინც მძიმედ ან საშუალო სიმძიმით გადაიტანა, მათ გაციების მოვლენებით დაეწყოთ.ფილტვების ანთების და მენინგიტის დროს , საბოლოო გართულებამდე დასაწყისში, ისეთივე მექანიზმის რესპირაციული ალკალოზია, როგორიც გაციების დროს. ყველა ოფლიონობა მომატებულ ბავშვს რესპირაციული ალკალოზი აქვს და ამის გამო ლიმფური სისტემა და ლიმფური ჯირკვლები უკვე პრობლემური ა რის გამოცაა ოფლიანობაა. კონკრეტული მიზეზი კი ,ოფლიანობის გამწვავების , სხვადასხვა შეიძლება იყოს. თუ ბავშვს კრუნჩხვა ან ტეტანია აქვს, მეანის ხელით და ბალერინას ფეხით ან სხვა ტიპის სპაზმები, თუნდაც შფოთით ან ხასითობრივი დეფექტებით გამოხატული ან ქცევითი გადახრებით—————იმას ის პედიატრი უფრო სწრაფად მოარჩენს ,ვინც აზროვნებს , რომ ამ დროს ალკალოზია და აქედან უნდა მკურნალობის დაწყება და არა დამამშვიდებლებიდან. აგზნება და შფოთი ყველა ასაკშია, მათ შორის პედიატრიულ ასაკშიც , როცა მჟავა-ტუტოვანი წონასწორობაა დარღვეული და სისხლის პეჰაში7,5ზე მეტია. ამის გაგება ბევრისთვის რატომ რჩება პრობლემად ზოგ შემთხვევაში, როცა ეს არაექიმმა, განვითრებულმა ადამიანმაც შეიძლება კარგად გაიგოს. ამ დროს ჰიპერკაპნიაა შედეგში და ის იწვევს ბავშვის ხასიათების, ქცევების, სპაზმების , კრენჩხვების და ბევრი დარღვევების გამოკვეთას. ამდენი ხანია პედიატრი ვარ და ცხოვრებაში დამამშვიდებელი არ დამინიშნავს. ამ ყველაფერს, ყოველთვის, დარღვეული ფიზიოლოგიური რეაქციების გამოსწორებით და სისხლის პეჰაშის რიცხვის ნორმაზე დაყვანით ვაკეთებდი. ამას ყველა პაციენტს ვერ გააგებინებ. კიდევ დავაკონკრეტებ. მინდა ყველა კუთხით დაგანახოთ ალკალოზი. ეს ადამიანთა სიკვდილისკენ მიმავალი ნელი და სწრაფი გზაა. რომლის გამოსწორება და ადამიანის გაჯანსაღება ნამდვილად შესაძლებელია. სუნთქვითი ალკალოზი ყოველთვის დაკავშირებულია ფილტვებთან.გამოყოფილი ბევრი ნახშირორჟანგი ,ამცირებს სისხლის პეჰაშს. სისხლში ბევრი ნახშირორჟანგი იწვევს -აციდოზს ანუ სოდის ნაკლოვანებას. მაგრამ , როცა ფილტვი ზედმეტად მეტ ნახშირორჟანგს ამოისვრი ს ან მძიმე ფონის ან ექიმის არსწორი მიდგომის საშუალებით,მაშინ —–პეჰაში იზრდება ნორმაზე მეტად და ალკალოზი ვითარდება.როგორც აციდოზი აავადებს და კლავს ადამიანს, ასევე ალკალოზიც. ანუ ყველაფერი ფიზიოლოგიურად ბალანსირებული უნდა იყოს. მათ შორის ნახშირორჟანგიც .ტუტე სისხლი რომ ჭარბობს———- ესაა ალკალოზი და მჟავე სისხლი რომ ჭარბობს ესაა აციდოზი. ეგზოგენურ ალკალოზს იმართებთ სოდის უკონტროლო დალევით. მოსახლეობას ვინც გამოუცხადებს სოდა დალიეთო, ყველა ახსნის და დაცვის გარეშე ,იმან მექანიზმები არ იცის. ეს განცხადება იმის დასტურია ,რომ ამ ქვეყანაში მედიცინასაც უჭირს და ამის განმცხადებელსაც. მეტაბოლური ალკალოზი ბავშვებს წლამდე ეწყებათ. დღეს რაქიტის ატიპური ფორმები კოხტა თავიან ბავშვებს აქვთ. რაქიტმა გამოვლინების ფორმები იცვალა. ის ახლა ნუტრიციული დარღვევებით უფრო გვევლინება , ვიდრე ადრინდელივით კვარდატული დიდი თავით. დღეს ალკალოზით და აციდოზით ათასობით ადამიანი დადის. გააჩნია სიმძაფრეს. -მსუბუქი დისკომფორტიდან სასიკვდილო პოზიციამდე. როცა რამდენიმე დაავადების ფონია, ალკალოზი და აციდოზი პერიოდულად მონაცვლეობენ. მატი დიფერენციაცია მხოლოდ კარგი ექიმის მიერ არის შესაძლებელი. . რაქიტიან ბავშვს გაზოვანი ტიპის ალკალოზი აქვს. სწორედ ასეთი ბავშვების მომავალი ,ქოლესტერინის სიჭარბით დაავადებაა ზრდასრულობაში. გაზოვანი ალკალოზია ყველა მომატებული წნევის დროს.ნებისმიერი ვირუსული ინფექციის დროს. ყველა ასაკში ალკალოზია.შეიძლება პარამეტრები ერთმანეთს ძალიან მიუახლოვდეს, მაგრამ აციდოზს და ალკალოზს ელექტროკარდიოგრამაზეც კი მარტივად გაარჩევ. პრობლემურად ან სამშობიარო ტრავმით დაბადებულებს ,მთელი ცხოვრების ყველა პრობლემა ალკალოზის ფონის გამო აქვთ. მაგალითად, ერთი ადამიანი მოკვდა პროსტატის სიმსივნით, მეორე კი ცოცხალია. რადგან ,ვინც მოკვდა, იმას ალკალოზის პიკი ჰქონდა და ვერ მოხდა ელექტროლიტური ბალანსის დარეგულირება. რადგან ამისთვის, ამ მიმართულებით, ყურადღება არ დაუთმიათ.
მარინა ტოტოჩავა