ამ დროისთვის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფლის ცენტრალური და შიდა გზა გაწმენდილია და გადაადგილება შეფერხების გარეშეა შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შარაშიძე საკუთარ ფეისბუკ გვერდზე წერს:
“ქვენობანი, ბასილეთი, ბუკნარი გაიწმინდა ცენტრალური გზები, შიდა გზებზე გადაადგილება შესაძლებელია შეფერხების გარეშე.
ჯვარცხმა გორაბერეჟოულის მიმართულებით გაწმენდილია ცენტრალური გზები, მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები” – წერს შარაშენიძე.