ბათუმში , აჭარის სამთავრობო სახლთან, საპროტესტო აქციები 1 თვეზეა მეტია გრძელდება – დღესაც, ტრადიციულად, ბუშტები გაუშვეს.
ენმ-ს წევრმა, ელგუჯა ბაგრატიონმა განაცხადა, რომ ისინი შეადგენენ ანგარიშს სამართალდამცველების მხრიდან დაფიქსირებულ გადაცდომებზე; აქციის მონაწილეების დაკავების შემთხვევაში კი პროკურატურას მიმართავენ.
“შეიქმნება სახალხო გენ.ინსპეცია, რომელიც გამოავლენს ზონდერ-პოლიციელებს”, – ამბობს ელგუჯა ბაგრატიონი.
მოქალაქეებმა საჰაერო ბუშტები დღესაც გაუშვეს და დღის განმავლობაში მათ სხვადასხვა აქტივობა აქვთ დაგეგმილი.
“დღე დაიწყება ბუშტის აღმართვის ტრადიციული რიტუალით და გაგრძელდება ბევრი საინტერესო ღონისძიებით”, – თქვა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიორგი კირთაძემ.