იური ჩხაიძე დაიბადა 1946 წელს მახარაძეში ფეხბურთის თამაში დაიწყო ადგილობრივ სპორტსკოლაში მწვრთნელ რეზო(ტიაღო) ცერცვაძესთან 1963-1964 წლებში თამაშობდა “მერცხალში’ მწვრთნელ ბიძინა ტაბიძესთან 1965 წელს ქუთაისის”ტორპედოში” ანდრო ჟორდანიამ მიწვია 1965-71 წწ ჩათვლით 133 მატჩი ითამაშა გუნდის შემადგენლობაში სსრკ პირველობაზე უმაღლეს ლიგაში 1969 წელს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში პოლონეთის ოლიმპიური ნაკრების წინამღდეგ ითამაშა 1972 წელს ანატოლი ნორაკიძის დაჟინებული თხოვნით რომელიც იმ ხნად “მერცხალში” უფროსი მწვრთნელი იყო დაბრუნდა მშობლიურ გუნდში. 1975 წლიდან -1981 წლამდე ‘მერცხალის მთ.მწვრთნელი მათ შორის პირველ ეროვნულ ჩემპიონატში. თანამოაზრებთან ერთად დაარსა ბავშვთა საფეხბურთო კლუბი”ბასა” 1965 წელს მახარაძეში სპეციალურად ანდრო ჟორდანიას დავალებით მომაკითხა შემოქმედელმა ანზორ(სკენტერა) სიამაშვილმა რომელიც უკვე ქუთაისის “ტორპედოს” ძირითადი გუნდის მოთამაშე იყო იხსენებს ბატონი იური!რა იყო ბიჯო არ გინდა ფეხბურთის თამაში ‘ტორპედოში” ეკითხება ანზორი რავა არ მინდა პასუხობს იურა, ორი “დეპეშა” გამოგიგზავნეს და არ გაგიგია? არა არაფერი არ ვიცი პასუხობს იურა გაკვირვებული, წამოხვიდე უნდა ქუთაისში “დიავოლამ” (ასე ეძახდნენ ანდრო ჟორდანიას) გამომიშვა შენს წასაყვანად, გახარებულმა ჩავუჯექი მანქანაში და წავედი ქუთაისში ამბობს იურა გუნდში რომ მივედი დამხვდნენ:კუტივაძე,ხერხაძე ,ხაჟალია,ჩხარტიშვილი,სიამაშვილი,ლოსაბერიძე სარჯველაძე,ნიშნიანიძე,კვასხვაძე ,ასიტაშვილი,წვერავა, ანდრო ჟორდანიას უყვარდა ახალგაზრდა ფეხბურთელების აღმოჩენა და მათი დაწინაურება,ანდრო რომ არ მე შეიძლება ფეხბურთი ასეთ მაღალ დონეზე არ მეთამაშა ამბობს იურა. პირველად სსრკ პირველობაზე ‘ტორპედოს” შემადგენლობაში19 წლისამ ითამაშა მინსკის”დინამოს’ წინამღდეგ რომელიც ‘ტორპედომ” მოიგო 1-0 მინსკელებს ძლიერი თავდასხმა ყავდათ მალაფაევი,მუსტიგინი,ადამოვი, იხსენებს იურა, მათ წინამღდეგ თამაში დიდ ენერგიასა და მაღალ საშემსრულებლო ოსტატობას მოითხოვდა, თამაშის შემდეგ დამიბარა ანდრომ შემაქო , და მითხრა “დიავოლ”გურულებს სიმღერა და თამაში კარგად გამოგდით გაგრძელე მასე! თამაშზე როცა გავდიოდი და დავინახე გადაჭედილი ტრიბუნები ხალხით სავსე ჩემ თავს ვუთხარი:თავს არ დავზოგავ ვიბრძოლებ რომ მათი გულები გავახარო! როცა მცველს ძალა გერჩის, სათამაშო სიტუაციებში ერკვევი,იბრძვი მინდვრის ნებისმიერ მონაკვეთზე,სათამაშო აზროვნება და ტექნიკაც ბუნებამ არ დაიშურა შეგიძლია ნებისმიერ თავდასხმელთან ითამაშო მაღალ დონეზე. იურა ჩხაიძის მეურვეობის ქვეშ თამაში უჭირდათ ისეთ ლეგენდა ფეხბურთელებს როგორებიც იყვნენ:მესხი,მეტრეველი,სტრელცოვი, პანედელნიკი,ჩისლენკო,მალაფაევი,ივანოვი,ლობანოვსკი,ხმელნიცკიი, ბანიშევსკი, და სხვა მრავალი… ჩხაიძე არ იყო უხეში დამცველი,მეტოქეს არ ურტყამდა ფეხებში უკნიდან,ხვდებოდა მას პირისპირ,შედიოდა თავდამსხმელთან ორთაბრძოლაში და ხშირად გამარჯვებული გამოდიოდა და თავისი გონივრული გადაცემით გუნდი იწყებდა შეტევას. იური ჩხაიძე კაცი იყო მინდორზეც და მინდვრის გარეთ,კაცი რომელიც დიდი სიყვარულით და პატივისცემით სარგებლობას თავის მეგობრებში და საზოგადოებაში,მისი ცხოვრება ფეხბურთით დაიწყო და დღესაც ფეხბურთშია ფეხბურთში გატარებული წლები ჩემთვის არის ძალიან ტკბილი მოგონება ფეხბურთი არის ჩემთვის ყველაფერი ამბობობს ბატონი იური! დღესაც გრძელდება მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა ყოფილ თანაგუნდელებთან:ავთანდილ(კუსა)წვერავასთან,გარი ქიქავა,ზორბეგ ებრალიძე,ლევან ნოდია,დავით გოგია,როლანდ ისიანი,ნოდარ ჩხარტიშვილი,დავით არობელიძე ,ქუცუნია ქადეიშვილი,პავლე ჟორდანია,და სხვა ვეტერან ფეხბურთელებთან ფეხბურთი უყვარს და ფეხბურთით ცხოვრობს! სიცოცხლეში დავაფასოთ,სიცოხლეში გვყვარდეს!
მასალა მოამზადა ხარიტონ ჩხატარაშვილმა