გურული ზღაპარი – “ამისანაი და ამისვარესი” ( ნაწილი II )

ერთი თუ ვორი, ყლურწა ღდელმა აი ჩხავერის ღვინო. რაღამც ამფერი პატივი მეცით, თქვენი სახელები მაინც მითხარითო, უთხრა ღდელმა იგინს. კაცმა რავარცხა იყო ღდელს თავი გააცნო ისთე, რაფერც ქალმა ასტავლა. ამასობაში ღდელი ისთე დათრა, რომე თლა ეერია ტარაბუაი. – ჩემი დაიე დამაწვინე საცხაო, – უთხრა ქალს დამთრალმა ღდელმა. ქალმაც ეიყვანა და მიაწვინა იქავე ჯირეკზე.
“ახლა დაფაცურდიო”, უთხრა ქალმა ქმარს: “აი ვოქრუები შიადევი ამ ჯორზე, შიაჟედი ზეთ და მიარბენიე სახშიო”. კაცმა მართლა ასთე მეიქცა. გადაქიდა ღდლის ჯორს ზრუგზე ვოქრუებით გავსებული ხურჯინი, გეიძღვანია წინ ხარები და დააყრა გზას ძუნძული, ღდელმა კი ამუუშვა ფშვინვა.
*
ქალმა მაშინათე გეიქცა იქავე მოსახლისას. ითხუა მარგატელი და მიირბინა მძინარე ღდელთან. ღდელლს ისთე ეძინა, რომე ზარბაზნები, რომ გესროლა მის ყურთან, მაინც ვეფერს გეიგონებდა. ქალმა ღდელს ჩუმათაი მუახუჭა ცალი კედარო წვერი და ულუაში. მერე მარგატელი პატრონს დუუბრუნა და მამიენთო ქმარს ზრუგში.
*
როიცხა მოსაღამურელდა, ღდელს გამეეღვიძა. გეიხედ-გამეიხედა და ვეღარავინ დეინახა. ვეღარც მის ჯორს და ხურჯინს მოქრა თვალი. რაღა ექნა საწყალ ღდელს. ბოლოს ადგა და იგიც გამეენთო უკან გაქცეულ ცოლქმარს.
*
გზაზე მუშები შეხთენ, ყანას ხნიდენ. გამარჯობა თქვენიო! დუუძახა ღდელმა იგინს. – გაგიმარჯოსო! უთხრეს ამ ხალხმა. – ეგება ამისანაი დეინახეთ აქანაი გამორებულიო; მუშა ხალხს გიეცინენ და უთხრეს: – არა მაგისანაი არსა არ გვინახავსო.
*
მირბის ღდელი. ხალხი კი შეხთა გზაზე. – გამარჯობა თქვენიო! – გაგიმარჯოსო! უთხრეს ამ კაცებმაც, რასაკვირელია. – ეგება მის ვარესი ნახეთ სამეო; – მაგის ვარეს რას ვნახვიდით, ცალი კედარო წვერი და უალუაში აღარ გაქო, სიცილით უთხრეს ღდელს.
*
ღდელმა ახლა მეისვა პირზე ხელი და დეინახა, რომე ცალი კედარო არც წვერი ქონდა და არ ულუაში. მაშვინ ქე მიხთა იმ ეშმაკის გამოგზანილმა ცოლ-ქმარმა მიქნა ყოლიფერი, მომატყუესო. ასთე დარჩა საწყალი ღდელი კუდამოძუებული.
*
ამ ცოლ-ქმარმა კი გამდიდრნენ ადონეთი ვოქროებით. დეიდგეს ვორ არტაჟიანი სახლი, გააკეთეს ბაღნები და დეიწყეს ბედნიერი ცხოვრება.
*
ჭირი იქა ლხინი აქა, ქატო იქა – ქფილი აქა!
*
ალექსანდრე ღლონტი – “გურული ფოლკლორი” 1937 წელი
შეიძლება იყოს ტექსტი-ის ნახატი
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share