რაც იგეგმებოდა ის უკვე მოხდა გუშინ – ასე პასუხობს “ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარე კითხვას, მოსალოდნელია თუ არა სამთავრობო ცვლილებები გაგრძელდება.
მდინარაძის პასუხი ტრადიციულია – სამომავლო გადაადგილებებს ხელისუფლება არ ადასტურებს.
თუმცა, “მთავარი არხის” წყაროს ინფორმაციით, ღარიბაშვილი თურნავას მოხსნის შემდეგ, კიდევ გეგმავს თავის კაბინეტი განახლებას. არსებული ინფორმაციით, იგეგმება დავით ზალკალიანის გათავისუფლება, ასევე სახლში უშვებენ სუს-ის უფროსს – გრიგოლ ლილუაშვილსაც. მის ადგილს კი შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური დაიკავებს.