კაცობრიობის ისტორიის მანძილზე, ქალები დიდ დროსა და ძალისხმევას ახარჯავდნენ, რომ მიმზიდველები და გამორჩეულები ყოფილიყვნენ. ზოგჯერ ეს მცდელობები სასაცილოდ, საშიშად და არაუსაფრთხოდაც გამოიყურებოდნენ.
სილამაზის შენარჩუნების ის ხერხები, რომლებიც რამოდენიმე ათწლეულის წინ ნორმად აღიქმებოდა, დღევანდელი გადმოსახედიდან უკვე არარეალურად მიგვაჩნია. მაშ ასე:
საცურაო ნიღაბი
ეს ნიღაბი დღეს ორ ასოციაციას იწვევს: საშინელებათა ჟანრის ფილმის გადაღებების, ან რაღაც, რაც პლასტიკურ ქირურგიასთანაა კავშირში. რეალურად კი, ყველაფერი გაცილებით საინტერესოდაა: წინამდებარე ნიღაბი ქალების მიერ გამოიყენებოდა ღია საცურაო ადგილებში – იმ პერიოდში არ არსებობდა რუჯისგან დამცავი და კანის მოვლის სხვადასხვა საშუალებები, და ამ ნიღაბის მეშვეობით, ქალები სახეს მზის დამწვრობისგან იცავდნენ.
მკერდის სამრეცხაო
ადამიანებს ხანდახან იმდენად არაჩვეულებრივი გამოგონებების შექმნა შეუძლიათ, რომ მათი არსებობის დაჯერებაც კი რთულია. ასე შეიძლება დახასიათდეს მოცემული არატრივიალური მოწყობილობა – მკერდის სამრეცხაო. რთული სათქმელია, თუ როგორ მუშაობდა ის, უფრო რთულია იმისი ახსნა, საერთოდ რა საჭირო იყო ის. თუმცა, გაჯეტის შესახებ დღემდე მხოლოდ ერთეულებს თუ სმენიათ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ თავის დროზეც კი, მოწყობილობა ქალებს შორის დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა.
დახატული ჩულქები
სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი პრაქტიკა პოპულარული იყო მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში. სანამ ნეილონის ეპოქა დადგებოდა, ჩულქები მხოლოდ მოდელების ფუფუნება იყო, უბრალო ქალები კი თავისი სიმარტივით გენიალურ ხერხს მიმართავდნენ: ფეხის უკანა მხარეს იხატავდნენ შავ ზოლს, რაც ნამდვილი ჩულქის იმიტაციას ახდენდა.
“უსახური” სილამაზის კონკურსი
დღევანდელობაში სილამაზის კონკურსი ლამაზი სახეების, თვალებანთებული და ჯადოსნური ღიმილის მქონე მშვენიერი გოგოების გარეშე ლამის წარმოუდგენელია, მაგრამ, გასული საუკუნის 30-იანი წლების ბრიტანეთში, დიდი პოპულარობით სარგებლობდა სილამაზის კონკურსი, რომელშიც კონკურსანტების სახეები დაფარული იყო და ფასდებოდნენ მხოლოდ ფეხები და პროპორციები.
პორტატული გასახდელები
გასული საუკუნის 30-იან წლებში, ამერიკელებმა პლიაჟებზე გასახდელების პრობლემის უჩვეულო გადაწვეტას მიაგნეს – მათ შექმნეს პორტატული გასახდელები, რომლებიც მარტივად გამოიყენებოდნენ და ტრანსპორტირების გასაიოლებლად, იკეცებოდნენ კიდევაც. თუმცაღა, ამ პრაქტიკულმა გამოგონებამ პოპულარობა ვერ მოიხვეჭა და თუ რატომ, აწე ალბათ ვეღარც გავიგებთ.
პარაზიტული გახდომა
ქვემოთ მოცემულ ორიგინალურ რეკლამაზე თავდაპირველად ვერ გაიგებ რა ხდება – მასზე თითქოსდა ასახულია ნახევრადფაბრიკატები, ან ძაღლის საკვები, იქვე არის წარწერაც “FAT”, რომელიც ითარგმნება როგორც “მსუქანი”. რეალურად, რეკლამაში საუბარია გასახდენ საშუალებებზე. თუ წავიკითხავთ წარწერებს რეკლამაზე გამოსახულ შეფუთვებზე, გასაგები გახდება, რომ ის აპიარებდა წონის დაკლების ყველაზე საშიშ საშუალებას, რომლის ნახვაც შეიძლებოდა მე-20 საუკუნის დასაწყისში – ე.წ. “დიეტა ლენტოვანი ჭიებით”.
ჭორფლის მოშორების პროცედურა
ქვემოთ მოყვანილმა ფოტომ შეიძლება არაერთგვაროვანი აზრები გაგიჩინოთ. მაგ. კაცებმა შეიძლება იფიქრონ, რომ რაღაც ექსპერიმენტია ადამიანზე, ან კადრი რომელიმე საშინელებათა ფილმიდან. მაგრამ ქალები, რომლებიც აპარატულ კოსმეტოლოგიას იცნობენ, ივარაუდებენ, რომ ეს წარსულში ასეც გამოიყურებოდა და მართლებიც იქნებიან – ასეთი აპარატითა და პროცედურით აშორებდნენ მე-20 საუკუნის დასაწყისში ჭორფლს. პროცედურისას პაციენტს თვალებსა და ნესტოებს საგულდაგულოდ უფარავდნენ, ხოლო სუნთქვა სპეციალური მილის მეშვეობით ხდებოდა.
“მისს მშვენიერი თვალები”
წარსულის შემონახული დოკუმენტებიდან, სილამაზის კონკურსების არატრივიალობას შეგვიძლია ვადევნოთ თვალი. ზემოთხსენებული ბრიტანული “უსახური” კონკურსის საპირისპირო კონკურსზე რა აზრის იქნებით? 30-იანი წლების აშშ-ი ტარდებოდა თვალებისა და მზერის კონკურსი, ხოლო ქალები ამ დროს შემდეგნაირად გამოიყურებოდნენ:
დამცავი პლაში პლაჟისთვის
პირველი ასოციაცია, რაც 40-იანი წლების ქვემოთ მოყვანილი ქალის იერზე შეიძლება გაგიჩნდეთ ისაა, რომ ის ჰელოუინისთვის ემზადება. რეალურად, ეს ქალბატონი უცნაური მოსასხამით უბრალოდ პლაჟზე დასეირნობს და სხეულს მავნე ულტრაიისფერი სხივებისგან იცავს. უფრო მეტიც – თვალების დასაცავად მოსასხამში მზის სათვალეც იყო ჩამონტაჟებული.
ყინულის ნიღაბი
კომპანია Max Factor-ი დღეისათვის კოსმეტიკის ერთ-ერთ უძველეს ფირმას წარმოადგენს, რომელიც შორეულ 1909 წელს დაფუძნდა. ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ მათ ისტორიაში საკმაოდ საინტერესო გამოგონებებია. ასე მაგალითად, 1931 წელს, კომპანია სთავაზობდა კლიენტებს სახის გაახალგაზრდავების ორიგინალურ პროცედურას: ყინულის ნიღბის მეშვეობით.
თმების ფენი
ისეთი ხელსაწყოს გამოჩენამ, როგორიცაა თმების ფენი, ნამდვილი რევოლუცია მოახდინა იმ დროის ჩასახვის პროცესში მყოფ ბიუტი-ინდუსტრიაში. და აი მას შემდეგ, რაც მისი პორტატული ვარიანტი გამოჩნდა გაყიდვაში, ქალებმა მოწყობილობა დახლებიდან უმალვე დაიტაცეს და ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე დაფრინავდნენ. თუმცა, 40-იან წლებში, მსგავსი ფენები უცხოპლანეტელების ჩაფხუტებს უფრო ჰგავდნენ, ვიდრე თმების უბრალო საშრობს.
რუჯის ავტომატი
ომის შემდგომი წლების ერთ-ერთი პოპულარული ბიუტი-ტრენდი გახლდათ ქალის სხეულის რუჯი. ამიტომაც, ქალები ცდილობდნენ აჰყოლოდნენ ამ ტენდენციას, ხოლო კოსმეტიკური საშუალებებისა და გაჯეტების მწარმოებლები ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ასე, 1949 წელს გამოჩნდნენ სხეულზე რუჯის დასატანი ავტომატები, რომლებიც იმ დროის ბენზოგასამართ სადგურებს უფრო ჰგავდნენ და დღევანდელი, თემაში გაურკვეველი ადამიანისთვის, საერთოდ გაუგებარიც იქნება, თუ რა ხდება სურათზე:
შავი კბილები
გასული დროების იაპონური სილამაზის ტრენდები გასაოცარნიც იყვნენ და საშიშნიც. მაგალითად, XVII-XIX საუკუნეებში, არაჩვეულებრივად ლამაზად ითვლებოდა ქალი – შავი კბილებით! ამიტომაც, მოდის მიმდევარი ქალები მთელი ძალებით ცდილობდნენ, თეთრი კბილების გაშავებას სხვადასხვა საღებავების მეშვეობით.
თმების პერნამენტული დახვევა
მე-20 საუკუნეში თმების პერნამენტულმა დახვევამ დიდი პოპულარობა მოიხვეჭა და დღემდე აქტუალურია. იმ დროის გერმანიაში კი, თმების დახვევა, ტვინზე სამეცნიერო ექსპერიმენტს უფრო ჰგავდა.
ავტორი: ირაკლი სალუქვაძე